weather cur horoscope tv
მაისი 04, 2024

ამერიკელი დიპლომატები უცხოელებს ზაფხულის საქართველოში გატარებას ურჩევენ

16:08 სამშაბათი, 25 ივნისი 2019

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო უცხოელებს ურჩევს, ზაფხული საქართველოში გაატარონ. სოციალურ ქსელში საელჩოს ოფიციალურ გვერდზე მეორე დღეა ქვეყნდება ამერიკელი დიპლომატების შთაბეჭდილებები ჩვენი ქვეყნის შესახებ.

ამერიკელი დიპლომატი ჯულიუს ცაი ამბობს, რომ საქართველოში ყოველ სეზონს ახალი ხედები და აღმოჩენები მოაქვს. დიპლომატი თბილისში, გუდაურში, ბორჯომში, ბათუმში, სიღნაღსა და ზუგდიდში გატარებულ დროზე წერს.

დიპლომატი ერინ ჯარეტი კი ამბობს, რომ საქართველომ მისი გული დაიპყრო. ის ყველა მეგობარსა და ოჯახის წევრს ურჩევს, ზაფხული საქართველოში გაატაროს.

სოციალურ ქსელში საქართველოს მხარდამჭერი არაერთი კამპანია მას შემდეგ დაიწყო, რაც რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ავიაკომპანიებს საქართველოს მიმართულებით ფრენა აუკრძალა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]