weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

იანვარ-ივნისში ექსპორტირებული ღვინის რაოდენობა 6%-ით გაიზარდა

11:13 ოთხშაბათი, 03 ივლისი 2019

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2019 წლის პირველ ნახევარში ექსპორტირებული ქართული ღვინის რაოდენობა 6%-ით, ხოლო ღირებულება 9%-ით გაიზარდა.

როგორც სააგენტოში აცხადებენ, საქართველოდან მსოფლიოს 44 ქვეყანაში 40.5 მილიონამდე ბოთლი (0.75 ლ) ღვინოა ექსპორტირებული, რაც 2018 წლის ამავე მაჩვენებელს 6%-ით აღემატება. ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 98 მილიონ აშშ დოლარს აჭარბებს, რაც 2018 წლის ანალოგიურ მონაცემზე 9%-ით მეტია.

„ექსპორტი გაიზარდა ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე: აშშ - 88% (354 874 ბოთლი), ჩინეთი - 19% (3 554127) და პოლონეთი - 16% (1 821 802). ზრდა აღსანიშნავია ასევე შემდეგ ქვეყნებში: საფრანგეთი - 120% (55 908), ლიეტუვა - 68% (315 306), მონღოლეთი - 68% (146 892), ბელარუსი - 32% (889 002), ისრაელი - 20% (131 184), კანადა - 12% (83 220), გერმანია - 11% (317 771), ესტონეთი - 11% (326 966), რუსეთი - 6%, (25 582 447), მოლდოვა - 3618% (263 210 ) და ა.შ.

ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულია: რუსეთი (25 582 447), უკრაინა (3 752 488), ჩინეთი (3 554 127), პოლონეთი (1 821 802) და ყაზახეთი (1 656 318).

ადგილწარმოშობის დასახელებებიდან ყველაზე დიდი რაოდენობით ექსპორტირებულია „ქინძმარაული“ – 7 304 286 ბოთლი, „მუკუზანი“ – 2 328 699, „წინანდალი“ – 1 829 563, „ახაშენი“ – 750 244, „ხვანჭკარა“ – 480 890.

„6 თვის მონაცემებით, სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი 229-მა კომპანიამ განახორციელა. ამასთან, მსოფლიოს 18 ქვეყანაში ექსპორტირებულია 12.6 მლნ ბოთლი (0.5 ლ) ბრენდი, რაც 50%-ით აღემატება 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. ბრენდის ექსპორტით მიღებულმა შემოსავალმა 27.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (ზრდა 62%). მსოფლიოს 23 ქვეყანაში ექსპორტირებულია 238 ათასი ბოთლი (0.5 ლ) ჭაჭა, ექსპორტის ზრდამ 34% შეადგინა. ჭაჭის ექსპორტით მიღებული შემოსავალი 633.2 ათას აშშ დოლარს აღწევს (ზრდა 20%)“, – აცხადებენ ღვინის ეროვნულ სააგენტოში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]