weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა ჩვენი, როგორც ტურისტული ქვეყნის უსაფრთხოება - თურნავა

16:06 ხუთშაბათი, 11 ივლისი 2019

„გამოწვევად რჩება ტურისტული სექტორი, რადგან რუსეთიდან ფრენები არის შეწყვეტილი და ჩვენ ჯერაც არ ვიცით საბოლოო ჯამში როგორ აისახება ეს ტურისტული ნაკადების შემცირებაზე არა მხოლოდ რუსეთიდან, რადგან კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა უსაფრთხოება ჩვენი ქვეყნის, როგორც ტურისტული ქვეყნის და, რა თქმა უნდა, კითხვები გაჩნდა სხვა ქვეყნების ტურისტების მხრიდანაც“, - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ აჭარაში ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისივე თქმით, რომ დაწესებულიყო ემბარგო, რაც არ განხორციელდა საბედნიეროდ, მთლიანი ზარალი მიაღწევდა 4 მილიარდ ლარს.

„ეს არის, პირველ რიგში, 750 მილიონი დოლარი, ანუ 2 მილიარდ ლარზე მეტი შემოსავალი, რაც უნდა მიგვეღო ჩვენ წლის ბოლომდე რუსი ტურისტების ჩამოსვლის შედეგად; ეს არის 600 მილიონი დოლარის ფულადი გადმორიცხვები, რაც შარშან შემოვიდა და დაახლოებით იმავეს ველოდებით წელსაც და ეს არის ჩვენი ექსპორტი, ღვინის, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისა და მინერალური წყლების, რაც აღემატება 300 მილიონ დოლარს წლიურად“, - აღნიშნა თურნავამ.

პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიერ 21 ივნისს ხელმოწერილი განკარგულება, რომელიც რუსულ ავიაკომპანიებს რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით ფრენებს უკრძალავს, 8 ივლისიდან ამოქმედდა. რუსეთის მიმართულებით ავიარეისების შესრულება აეკრძალათ ქართულ ავიაკომპანიებსაც.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]