weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

დაფინანსების მოზიდვის ნაწილში დიდი პროგრესი არ ჩანს – ცქიტიშვილი ანაკლიის პორტზე

15:40 სამშაბათი, 23 ივლისი 2019

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტთან დაკავშირებით არსებულ ვითარებას საზოგადოებამ სიფრთხილით უნდა შეხედოს. როგორც ცქიტიშვილმა თქვა, 15 ოქტომბრისთვის ბანკებიდან და კონსორციუმისგან, საკუთარი დაფინანსების მოზიდვის ნაწილში, წინასწარ პირობებს ელოდებიან, თუმცა „ჯერჯერობით დიდი პროგრესი არ ჩანს“.

„იცით, რომ ჩვენ პრაქტიკულად ყველა მოთხოვნას დავეთანხმეთ, რომელიც იყო დაყენებული მოლაპარაკებების პროცესში საერთაშორისო საფინანსო ინტიტუტებისა და კონსორციუმის მხრიდან, გარდა ტვირთების კომერციული რისკების დაზღვევისა. ამ ეტაპზე უშუალოდ კონსორციუმმა და საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტებმა ერთმანეთში უნდა მოილაპარაკონ იმ მექანიზმებზე, რომელიც საშუალებას მისცემს ბანკებს, რომ ასესხონ ანაკლიის განვითარების კონსორციუმს თანხა.

ჩვენ გადავადებული გვაქვს ვალდებულებების შესრულების თარიღი წლის ბოლომდე. გარდა ამისა, არის ეტაპობრივი თარიღები და ვადები. მაგალითად: 15 აგვისტოს უკვე ველოდებით ანაკლიის განვითარების კონსორციუმისა და სამშენებლო კომპანიას შორის შეთანხმებული ხელშეკრულების პროექტს. 15 ოქტომბრისთვის ველოდებით წინასწარ პირობებს ბანკებიდან და ანაკლიის განვითარების კონსორციუმისგან საკუთარი დაფინანსების მოზიდვის ნაწილში. იმედი გვაქვს, რომ ეს პროცესი წარიმართება. თუმცა, სიფრთხილითაც უნდა შევხედოთ ამ პროცესს, რადგანაც საკმაოდ ბევრი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც ბანკებთან მოლაპარაკება გვქონდა და ჩვენი პოზიცია დავაფიქსირეთ. ჯერჯერობით, დიდი პროგრესი ანაკლიის განვითარების კონსორციუმისა და ბანკების მხრიდან არ ჩანს“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]