weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

პროკურატურას ბიზნესზე ზეწოლისთვის არ ვიყენებთ – თურნავა ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე

16:02 ოთხშაბათი, 24 ივლისი 2019

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა უარყოფს, რომ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ ბრალის წარდგენა ბიზნესზე ზეწოლაა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, კანონის წინაშე ყველა თანასწორია.

„ყველამ ვიცით, რომ ამ საკითხზე მიმდინარეობდა გამოძიება. პროკურატურამ იმოქმედა თავისი კანონიერი მანდატის ფარგლებში. თქვა თავისი სიტყვა, ახლა საქმე გადაეცემა სასამართლოს და ყველა მოთმინებით უნდა დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას. ვიტყვი, რომ ყველანი თანაბარი ვართ კანონის წინაშე, იქნება ეს საჯარო მოხელე, მთავრობის წევრი, ბიზნესის წარმომადგენელი, აბსოლუტურად რიგითი მოქალაქე. ჩვენი ხელისუფლება არ იყენებს პროკურატურას, არ იყენებს სასამართლოს ბიზნესზე ზეწოლისთვის, ეს ჩვენი ხელწერა არ გახლავთ. აქედან გამომდინარე, მოთმინებით დაველოდოთ სასამართლო გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, 2018 წლის 2 აგვისტოს დაწყებული გამოძიების ფარგლებში, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალს დღეს წარუდგენენ. საგამოძიებო უწყება მათ 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]