weather cur horoscope tv
აპრილი 27, 2024

თუ რაღაც არ გავასწორეთ, ძალიან მძიმე შედეგები გველოდება – გიორგი ქობულია ლარის გაუფასურებაზე

13:13 შაბათი, 27 ივლისი 2019

„თუ აქ რაღაც არ გავასწორეთ, ძალიან მძიმე შედეგები გველოდება“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ქობულიამ ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით. ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში ქობულიამ აღნიშნა, რომ ამის მიზეზი რუსეთიდან შემომავალი ტურისტების რაოდენობის შემცირება და 20 ივნისის მოვლენების გამო პოტენციური უცხოელი ინვესტორების დაფრთხობაა.

„პირველ რიგში, ავიღოთ რუსეთიდან ტურისტული ნაკადი. ტურისტული ნაკადის თითქმის 30%-ს ვკარგავთ იმიტომ, რომ 30% შემოდიოდა რუსეთიდან. ეს რუსი ტურისტი იყო საშუალოზე უფრო მაღალი გადახდისუნარიანი ჩვენთვის. ანუ შემოჰქონდა სადღაც, უხეშად რომ ვთქვათ, მილიარდ დოლარამდე. ვნახოთ რამდენს დავკარგავთ აქედან. თუ შეძლებს მთავრობა და აღადგენს ფრენებს და ტურისტების მიმოსვლას, ხომ კარგი. საქმე იმაშია, რომ აქ მხოლოდ ფრენებზეა რა არის პლაპარაკი. რუსეთიში, პრაქტიკულად, ყველა ტუროპერატორს მითითება აქვს მიცემული, რომ შეწყვიტონ საქართველოში ტურების გაყიდვა და სახმელეთო გადმოსასვლელი პუნქტები ფაქტობრივად ყველა დაკეტილია დე იურე.

დაუშვათ, ჩვემა ეკონომიკამ დაკარგა მილიარდ დოლარამდე. ეს არის ძალიან ძლიერი გარეგანი შოკი ჩვენთვის, ამას ექნება უზარმაზარი დაწოლა ლარის კურსზე, რადგანაც ისედაც უაყოფითი სავაჭრო ბალანსი გვაქვს. ისედაც არ გვყოფნის ვალუტა, რომ შემოვიტანოთ ის საქონელი, რომელიც შემოგვაქვს.

დაახლოებით მილიარდი დოლარი იყო გარღვევა, რომელსაც ვაფინანსებდით პირდაპირი ინვესტიციებით, მაგრამ ახლა ეს მილიარდი მილიარდნახევრამდე რომ გაიზარდოს და თანაც მაშინ, როდესაც უცხელი ინვესტორებიც დავაფრთხეთ ამ სიტუაციით, ორმაგი რისკია იმისი, რომ ორმაგი დაწოლა იქნება ლარის კურსზე. თუ ჩვენ არ შემოგვდის ვალუტა, რომელიც გვჭირდება იმისთვის, რომ ვიყიდოთ საქონელი, ერთადერთი გზა აქედან, ბუნებრივია, ლარის გაუფასურებაა. ეს უკვე დავინახეთ და თუ არ დაკორექტირდა სიტუაცია ლარის გაუფასურება გაიზრდება“, – განაცხადა ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა.

გიორგი ქობულიას აზრით, არარეალისტურია რომ ის მილიონნახევარი ტურისტი, რომელიც რუსეთიდან შემოდის, ჩავანაცვლოთ.

ეროვნული ბანკის მონაცემების თანახმად, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9321 ლარს შეადგენს, ხოლო ერთი ევრო 3.2637 ლარი ღირს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]