weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ლარი თავისუფალი თინეიჯერია – ეკონომიკის მინისტრის მოადგილე

17:11 სამშაბათი, 30 ივლისი 2019

„ლარი არის თავისუფალი, ასე ვთქვათ, თინეიჯერი, რომელსაც თვითონ არეგულირებს ბაზარი, დამოუკიდებლად“, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ ალავიძემ გამოცემა BM.GE-სთან ინტერვიუში განაცხადა.

ნიკოლოზ ალავიძის განმარტებით, ლარზე სხვადასხვა ფაქტორი მოქმედებს.

„იყო, რა თქმა უნდა, მძიმე პოლიტიკური განცხადებები, იყო სამეზობლოში განვითარებული მოვლენები, როცა ჩვენი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები, ეს არის თურქეთი, რუსეთი და ორივე ქვეყანაში მიმდინარეობს გარკვეული ეკონომიკური პროცესები. რა თქმა უნდა, ეს აისახება ლარზე. მაკროეკონომიკური პარამეტრების კუთხით საკმაოდ ჯანსაღი მდგომარეობაა. ჩვენი საგადამხდელო ბალანსი დადებითად უმჯობესდება. დარწმუნებული ვარ ეს პანიკური უკუკავშირები თავის ჩარჩოში ჩადგება“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

მისივე თქმით, რეალური მაკროეკონომიკური პარამეტრების ანალიზი არ იძლევა „განგაშის ზარების შემორტყმის“ აუცილებლობას.

„პროცესი მიმდინარეობს და რაც უფრო ნაკლები იქნება ჩემნაირი ექსპერტული შეფასებები ამ საკითხზე, უკეთესი იქნება“, – აღნიშნა ალავიძემ.

 

ამ თემაზე:

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.95 ლარი გახდა

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]