აგვისტო 20, 2019
weather cur horoscope tv

თელავისა და კიდევ 5 ქალაქისთვის მთავრობა 100 ახალ ავტობუსს შეიძენს

15:41 პარასკევი, 02 აგვისტო 2019 hits 508

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოს რამდენიმე ქალაქს ახალი ავტობუსები გადაეცემა. მამუკა ბახტაძის ინფორმაციით, ამ საკითხზე „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან“ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა.

„დღეს ჩვენს ქალაქებში ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული გამოწვევა არის საზოგადოებრივი ტრანსპორტი. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ მასშტაბური ინვესტიციები მივეცით თბილისის მერიას და ძალიან აქტიურად მიმდინარეობს საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლება, თუმცა ანალოგიური პრობლემები დგას საქართველოს სხვა ქალაქებში. ჩვენ გვქონდა მოლაპარაკებები „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან“ და ეს მოლაპარაკებები დასრულდა წარმატებით. ქუთაისისთვის, გორისთვის, თელავისთვის, ზუგდიდისთვის, რუსთავისა და ფოთისთვის ჩვენ შევიძენთ 100 ახალ ავტობუსს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ახალ, 8-10 მეტრიან, დიზელზე მომუშავე ავტობუსებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო შეიძენს, რისთვისაც 19 მილიონი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფის მოთხოვნით, „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს“ (EBRD) მიმართა. პროექტის დასრულება 2020 წლის ივლისშია დაგეგმილი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]