weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

შინაგანი რწმენა მაქვს, რომ გაზსა და ელექტროენერგიაზე ტარიფები არ გაიზრდება – თურნავა

12:46 შაბათი, 03 აგვისტო 2019

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ელექტროენერგიასა და ბუნებრივ გაზზე ფასების ზრდა მოსალოდნელი არ არის.

„აქ პანიკის საფუძველი არ არსებობს. მინდა მოგიწოდოთ, ნუ შევქმნით ნეგატიურ მოლოდინებს ამასთან დაკავშირებით. არ მოხდება გაზზე და ელექტროენერგიაზე ტარიფების ზრდა. მე ასეთი შინაგანი რწმენა მაქვს და შარშანაც ჩემმა შინაგანმა რწმენამ გაამართლა.

აქედან გამომდინარე, შარშანაც ახალ წლამდე, მცდელობა და სხვადასხვა განცხადება იყო, რომ გაზის ტარიფები გაიზრდებოდა. ეს არათუ არ გამართლდა, არამედ გაზის ტარიფები შემცირდა. ასე რომ, შეგიძლიათ სრულიად გვენდოთ ამ თვალსაზრისით“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]