weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

Wizz Air-მა ქუთაისიდან 12 ახალი ევროპული მიმართულებით ფრენების დაწყების დრო გადაწია

11:48 ოთხშაბათი, 14 აგვისტო 2019

დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Wizz Air-ი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ევროპის თორმეტი ახალი მიმართულებით ფრენებს 2019 წლის ბოლოდან აღარ შეასრულებს. როგორც კომპანია განმარტავს, ამ ვადამ 2020 წლის მეორე ნახევრამდე გადაიწია.

ორი თვის წინ Wizz Air-მა ქუთაისის ბაზაზე ორი ახალი Airbus A320 ავიახომალდისა და თორმეტი ახალი მიმართულების დამატება დააანონსა ფრანკფურტ ჰანში, ჰამბურგში, ჰერაკლიონში, კარლსრუე /ბადენ ბადენში, ნეაპოლში, ნიცაში, ნიურნბერგში, პიზაში, პოზნანში, სტოკჰოლმში, ტურკუსა და ვენეციაში.

„ავიაკომპანიისთვის ავიახომალდების მიწოდების ქსელში მოულოდნელმა შეფერხებამ რამდენიმე სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის, საქართველოდან დანიშნულ ახალ ავიარეისებზე მოახდინა გავლენა. 2019 წლის ივნისში დაანონსებული მე-4 და მე-5 ბაზირებული ავიახომალდები აეროპორტს 2020 წლის ივლისიდან და დეკემბრიდან მოემსახურება, შესაბამისად, 12 ახალი მარშრუტის ამოქმედებაც შედარებით გვიან მოხდება“, – აცხადებენ ავიაკომპანიაში.

მგზავრებს, რომლებმაც რომელიმე თორმეტი მიმართულებით უკვე შეიძინეს ბილეთები, ცვლილებების შესახებ ეცნობებათ. Wizz Air-ი მათ შესთავაზებს ბილეთის ცვლილებას (აირჩიონ იგივე მარშრუტი, მაგრამ მოგვიანებით ან რომელიმე სხვა მიმართულება), ბილეთში გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას ან ბილეთის საფასურის 120%-ის დაბრუნებას WIZZ ანგარიშზე. 

ის მგზავრები, რომლებმაც ბილეთები დაჯავშნეს ონლაინ ტურისტული სააგენტოების მეშვეობით და არა wizzair.com-ით, უნდა დაუკავშირდნენ თავიანთ პარტნიორ სააგენტოს. მგზავრები, რომლებიც დარეკავენ საქართველოდან გრაფიკის შეცვლასთან დაკავშირებით, უნდა დაუკავშირდნენ Wizz Air-ის სერვის ცენტრს ნომერზე: +995 706 777 037. სხვა ქვეყნებიდან ზარების შემთხვევაში ნომრების გასაგებად კი უნდა ნახონ ბმული: https://bit.ly/2Mgw17B

Wizz Air-მა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ოპერირება 2012 წელს დაიწყო. ამჟამად ავიაკომპანიია ფრენებს 19 ქვეყნის მიმართულებით, 39 მარშრუტზე ახორციელებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]