weather cur horoscope tv
აპრილი 28, 2024

საქართველოში წარმოებული ელექტრომობილების ბრენდის სახელი ცნობილია

17:22 ხუთშაბათი, 22 აგვისტო 2019
ფოტოზე ელექტრომობილის პროტოტიპი, რომლის წარმოება საქართველოში იგეგმება ფოტოზე ელექტრომობილის პროტოტიპი, რომლის წარმოება საქართველოში იგეგმება

სამრეწველო და სატრანსპორტო დიზაინერის, ზვიად ციკოლიას ინფორმაციით, საქართველოში წარმოებული ელექტრომობილების პირველი ბრენდის სახელი უკვე ცნობილია და „ორვო“ იქნება. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

„საქართველოში წარმოებული ელექტრომობილების პირველი ბრენდის სახელი უკვე ცნობილია. „ორვო“ ძველ კოლხურად ნიშნავს რვას, უსასრულობას. სახელწოდების ავტორი გიგა ხატიაშვილია“, – წერს ქართველი დიზაინერი.

ზვიად ციკორია კომპანია „აი გრუპის“ მიერ წარმოებული ელექტრომობილების დიზაინზე მუშაობს. კომპანია ელექტრომობილების გამოშვებას ქუთაისში გეგმავს. როგორც საქართველოს მთავრობაში აცხადებენ, ამისთვის ქარხანა 100 ჰექტარ ტერიტორიაზე აშენდება. მათივე ცნობით, საწარმოს ამოქმედებიდან 18 თვეში არანაკლებ 5 000 ელექტრომობილი დამზადდება.

„უკვე 2020 წლიდან ჩვენ შევძლებთ ბაზარს მივაწოდოთ ელექტრომობილები. ქარხნის წარმადობა იქნება 40 000 ავტომობილი, საიდანაც 50% განკუთვნილი იქნება შიდა ბაზრისთვის, ხოლო 20 000 ავტომობილი ევროკავშირში ექსპორტზე იქნება გატანილი. ეს არის უდიდესი წარმატება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]