weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

მოსავალი დროულად უნდა დაბინავდეს – გიორგი გახარია რთველზე

12:49 ხუთშაბათი, 19 სექტემბერი 2019

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კახეთში რთველის მიმდინარეობის პროცესი განიხილეს. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მიუხედავად გამოწვევებისა, მოსავალი დროულად უნდა დაბინავდეს.

„ჩვენთვის კარგად ცნობილია ის გამოწვევები, რომელიც კახეთში არსებობს. უკვე გვქონდა ერთი სამუშაო შეხვედრა შტაბის წარმომადგენლებთან, თუმცა მიუხედავად ყველაფრისა, მოსავალი უნდა იყოს დროულად დაბინავებული და ბატონმა ლევან დავითაშვილმა ეს ძალიან კარგად იცის“, – განაცხადა გახარიამ.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით კახეთში ინდუსტრიულად გადამუშავებულია 80 ათასამდე ტონა ყურძენი. წელს რეგიონში 200-250 ათას ტონა ყურძნის მოსავალს ელოდებიან.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]