weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ბიზნესის რეგისტრაციაზე ელექტრონულ სერვისებს ბათუმელი და ზუგდიდელი მეწარმეები გაეცნენ

16:33 ორშაბათი, 23 სექტემბერი 2019

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბიზნესის რეგისტრაციასთან დაკავშირებულ ელექტრონულ სერვისებს ბათუმელი და ზუგდიდელი მეწარმეები გაეცნენ. სააგენტოს წარმომადგენლებმა დაინტერესებულ პირებს ბიზნესის რეგისტრაციის პროცედურებსა და გამარტივებულ ელექტრონულ სერვისებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.

ელექტრონულმა სერვისებმა მომხმარებლებისთვის ბიზნესის რეგისტრაციის პროცედურები მაქსიმალურად გაამარტივა, ხოლო დოკუმენტის უსაფრთხოებისა და ხელმისაწვდომობის ხარისხი კიდევ უფრო გაზარდა.

ბიზნესის რეგისტრაციასთან დაკავშირებული სერვისით სარგებლობა დაინტერესებულ პირებს პორტალ www.my.gov.ge მეშვეობით, ონლაინ შეუძლიათ. ელექტრონულადვეა შესაძლებელი პორტალზე განცხადებების შეტანა სუბიექტის რეგისტრაციის, რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების, სუბიექტის რეორგანიზაციის, რეგისტრაციის გაუქმების, ამონაწერის განახლების, ინფორმაციის მიღებისა და სხვა მოთხოვნებით. შპს-ს პარტნიორებს კი რეესტრი უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს, პარტნიორთა კრებები ელექტრონულ სივრცეში მოიწვიონ, ჩაატარონ და გადაწყვეტილებები მიიღონ, ელექტრონულ დოკუმენტზე კი ხელმოწერები ელექტრონულადვე განახორციელონ. პორტალზე ხელმისაწვდომი მომსახურებები შინაარსის მიხედვით არის დაჯგუფებული, რაც მომხმარებელს სასურველი მომსახურების არჩევასა და მისით სარგებლობას უადვილებს.

შეხვედრის მონაწილეებს საჯარო რეესტრის თანამშრომლებმა ინტერნეტრესურსების გამოყენების შესახებ ინსტრუქციასთან ერთად, სააგენტოს მიერ შემუშავებული ნიმუშებიც გააცნეს,რომლებიც საჯარო რეესტრის ვებგვერდზეა napr.gov.ge/pol წარმოდგენილი. შეხვედრის მონაწილეებს საინფორმაციო ბუკლეტებიც დაურიგდათ და ყველა ის უპირატესოსობა განემარტათ, რაც ელსერვისების მოხმარებას თან ახლავს. მომხმარებლის დროისა და ფინანსების დაზოგვასთან ერთად, ელექტრონული სერვისები ადმინისტრაციული რესურსის ეფექტიან გამოყენებას უზრუნველყოფს, ქაღალდის დოკუმენტებს ანაცვლებს და გარემოს უფრთხილდება.

შეხვედრის მონაწილეებს ელექტრონული სერვისების გამოყენების მიზნით საჩუქრად გადაეცათ ელექტრონული ბარათის წამკითხველი სპეციალური მოწყობილობები, რომლითაც კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის განხორციელებაა შესაძლებელი.

ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრების ციკლი გრძელდება. მორიგ შეხვედრებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო როგორც დედაქალაქში, ასევე გორში, ახალციხეში, ქუთაისსა და თელავში ჩაატარებს.

საინფორმაციო კამპანია GIZ -გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების მხარდაჭერით, პროექტის „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის დისტანციური (ელექტრონული) სერვისების გამოყენების ხელშეწყობა“ ფარგლებში ხორციელდება.

[R] საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაცია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]