weather cur horoscope tv
ოქტომბერი 23, 2019

9 თვეში ქართული ღვინის ექსპორტი 10%-ით გაიზარდა

13:50 სამშაბათი, 08 ოქტომბერი 2019 hits 181

2019 წლის ცხრა თვეში, საქართველოდან მსოფლიოს 50 ქვეყანაში 65.2 მილიონამდე ბოთლი (0.75 ლ) ღვინის ექსპორტი განხორციელდა. ღვინის ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ ეს მაჩვენებელი 10%-ით აღემატება 2018 წლის ამავე პერიოდის მონაცემებს.

სააგენტოს ინფორმაციით, ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 164 მილიონ აშშ დოლარს აღწევს, რაც 2018 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემზე 16%-ით მეტია.

ექსპორტი გაიზარდა ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე:

  • აშშ - 60% (533 206 ბოთლი)
  • დიდი ბრიტანეთი - 40% (93 067 ბოთლი),
  • პოლონეთი - 18% (2 905 372 ბოთლი)
  • ჩინეთი - 11% (5 334 939 ბოთლი)

ექსპორტის ზრდა აღსანიშნავია შემდეგ ქვეყნებში:

  • ლიეტუვა - 52% (503 832 ბოთლი)
  • გერმანია - 36% (476 145 ბოთლი)
  • ბელარუსი - 35% (1 606 565 ბოთლი)
  • ისრაელი - 88% (218 921 ბოთლი)
  • ესტონეთი - 19% (499 736 ბოთლი)
  • გერმანია - 12% (344735)
  • ნიდერლანდები - 42% (43260)
  • მოლდოვა - 5717% (411 812 ბოთლი)
  • ნიდერლანდები - 21% (73 078 ბოთლი)
  • ჩეხეთი 102% - (62 700 ბოთლი)
  • შვედეთი - 397% (55 506 ბოთლი)
  • ბულგარეთი - 51% (24 228 ბოთლი)
  • ავსტრალია - 15% (19 636 ბოთლი)
  • კანადა - 2% (121 650 ბოთლი)

ცხრა თვის მონაცემებით, ღვინის ექსპორტი 289 კომპანიამ განახორციელა.

„საერთო ჯამში, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ბრენდის ექსპორტის შედეგად მიღებული შემოსავალი 236 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს, რაც 6%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს“, – აცხადებენ ღვინის ეროვნულ სააგენტოში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]