weather cur horoscope tv
აპრილი 23, 2024

დღის ბოლომდე დაველოდებით კონსორციუმის მიერ დოკუმენტაციის წარმოდგენას – ცქიტიშვილი

15:49 სამშაბათი, 15 ოქტომბერი 2019

„შუალედური ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საქართველოს მთავრობას აქვს უფლება „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ საინვესტიციო ხელშეკრულება მოშალოს“, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.

„მიმდინარე წლის ივნისის ბოლოს, საინვესტიციო ხელშეკრულებაში შეტანილი ცვლილებების გათვალისწინებით, 2019 წლის ბოლომდე „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ მიეცა ვადა, მოიპოვოს პორტის პირველი ფაზის მშენებლობისთვის საჭირო დაფინანსება, როგორც საკუთარი კაპიტალის მოზიდვის ნაწილში, ასევე წლის ბოლომდე კონსორციუმმა უნდა წარმოადგინოს 400 მლნ დოლარზე გაფორმებული სასესხო ხელშეკრულებები.

ამავე ცვლილებით განისაზღვრა შუალედური ვადები, კერძოდ, 15 ოქტომბერს კონსორციუმმა უნდა შეასრულოს ორი ვალდებულება – უნდა წარმოადგინოს პოტენციურ ინვესტორებთან 120 მლნ-ის ოდენობით კაპიტალის მოზიდვაზე ხელმოწერილი სავალდებულო ხელშეკრულებები, რომელთა ძალაში შესვლა დამოკიდებულია ბანკებიდან 400 მლნ აშშ დოლარის ოდენობით სესხების მოზიდვაზე. მეორე ვალდებულებაა, წარადგინოს საერთაშორისო ბანკებთან ხელმოწერილი წინასწარი შეთანხმებები 400 მლნ დოლარის ოდენობით სესხების მოზიდვაზე იმ პირობებით, რომელიც იქნება მისაღები მთავრობის ნაწილში საქართველოს მთავრობისთვის“, – განმარტა ვიცე-პრემიერმა.

მისი თქმით, ჩამოთვლილი შუალედური ვალდებულებების დროული შესრულება მნიშვნელოვნად განაპირობებს 2019 წლის ბოლომდე კონსორციუმის მხრიდან დაფინანსების მოპოვების თაობაზე ვალდებულებების შესრულებას.

„ამდენად, მხარეთა შორის არსებული შეთანხმების შესაბამისად, 2019 წლის 15 ოქტომბერს კონსორციუმის მხრიდან შუალედური ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საქართველოს მთავრობას აქვს უფლება, მოშალოს მხარეთა შორის ანაკლიის პორტის მშენებლობაზე 2016 წლის 3 ოქტომბერს გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულება. ვინაიდან, კონსორციუმის მხრიდან დოკუმენტაციის წარდგენის ვადა იწურება 15 ოქტომბერს, ჩვენ ვალდებული ვართ, დაველოდოთ დღის ბოლომდე და მხოლოდ 2019 წლის 16 ოქტომბერს გაცნობოთ ამ ვალდებულებების შესრულების ვადების თაობაზე“, – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]