weather cur horoscope tv
ნოემბერი 14, 2019

პროგრამაში „დანერგე მომავალი“ ცვლილებები შევიდა

12:41 პარასკევი, 25 ოქტომბერი 2019 hits 201

სახელმწიფო პროგრამაში „დანერგე მომავალი“ შესული ცვლილებების თანახმად, კენკროვანი კულტურების დაფინანსების ქვეკომპონენტის ფარგლებში, პროგრამის ბენეფიციარებს იმპორტირებული ნერგის შეძენა ადგილობრივი კომპანიებისგან შეეძლებათ.

ნერგების იმპორტი განხორციელდება შუამავალი კომპანიის მიერ, რომელიც მოახდენს შეკვეთების კონსოლიდაციას და უცხოური სანერგე კომპანიისგან განახორცილებს მინიმალური კრიტიკული რაოდენობის ნერგების იმპორტს.

ბენეფიციარებისთვის სავალდებულო აღარ არის ნერგების პირდაპირი იმპორტის გზით შეძენა.

აღნიშნული ცვლილება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ბენეფიციარები მრავალწლიანი ბაღების გასაშენებლად ნერგების შეძენას პირდაპირი იმპორტის გზით ვერ ახერხებდნენ - მცირე რაოდენობის პროდუქციის რეალიზაციაზე უცხოური სანერგე მეურნეობები დაინტერესებას არ გამოხატავენ.

პროგრამის „დანერგე მომავალი“ განხორციელება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2015 წლის მარტში დაიწყო.

პროგრამის მიზანია, მრავალწლოვანი კულტურების გაშენების გზით, საქართველოში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწების ეფექტიანი გამოყენება, იმპორტირებული პროდუქციის ქართული პროდუქციით ჩანაცვლება, ექსპორტის გზარდა, გადამამუშავებელი საწარმოების ნედლეულით უზრუნველყოფის გაადვილება და სოფლად მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურიმდგომარეობის გაუმჯობესება.

პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით ხეხილის ახალი ბაღები 7,799 ჰექტარზეა გაშენებული. სახელმწიფო დაფინანსების მოცულობა 43,151,000 ლარს შეადგენს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]