weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

ბიზნესის რეგისტრაციის ახალი ელექტრონული სერვისების პრეზენტაცია ახალციხეში გაიმართა

18:08 ორშაბათი, 28 ოქტომბერი 2019

სამეწარმეო რეესტრის დისტანციური სერვისების საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში,  საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა მორიგი პრეზენტაცია ქალაქ ახალციხეში გამართეს.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში გამართულ საინფორმაციო შეხვედრაზე საჯარო რეესტრის თანამშრომლებმა მეწარმეებს ბიზნესის რეგისტრაციის გამარტივებულ პროცედურებზე ინფორმაცია მიაწოდეს და ახალი ელექტრონული სერვისების მოხმარების ინსტრუქცია და უპირატესობები გააცნეს. ელექტრონული სერვისები დოკუმენტების უსაფრთხოებისა და ხელმისაწვდომობის ხარისხს ზრდის და მომხმარებლის დროისა და ფინანსების დაზოგვასთან ერთად, ადმინისტრაციული რესურსის ეფექტიან გამოყენებას უზრუნველყოფს. 

ბიზნესსუბიექტის რეგისტრაციის, რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების, ბიზნესსუბიექტის რეორგანიზაციის, რეგისტრაციის გაუქმების, ამონაწერის განახლების, ინფორმაციის მიღებისა და სხვა მოთხოვნებით განცხადებების შეტანა დაინტერესებულ პირებს პორტალზე www.my.gov.ge შეუძლიათ. პორტალზე ბიზნესსერვისები შინაარსის მიხედვით არის დაჯგუფებული, რაც მომხმარებლებს სასურველი მომსახურების არჩევასა და მისით სარგებლობას უადვილებს.

საჯარო რეესტრი ინოვაციურ ელექტრონულ სერვისს სთავაზობს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების სამართლებრივი ფორმით რეგისტრირებულ კომპანიებსაც. შპს-ების პარტნიორებს შეუძლიათ პარტნიორთა კრებები ონლაინ სივრცეში მოიწვიონ, ჩაატარონ და გადაწყვეტილებები მიიღონ, ელექტრონულ დოკუმენტზე კი ხელმოწერები ელექტრონულადვე განახორციელონ.

შეხვედრაზე მეწარმეებს ID ბარათის წამკითხველი სპეციალური მოწყობილობებიც გადაეცათ, რომლითაც ონლაინ სერვისებით სარგებლობისას, ელექტრონული ხელმოწერის შესრულებაა შესაძლებელი.

სამეწარმეო რეესტრის დისტანციური სერვისების საინფორმაციო კამპანია GIZ-გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის ფარგლებში, საქართველოს  ქალაქებში ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრები იმართება.

R - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაცია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]