weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

მევენახეობის კოოპერატივებს სახელმწიფო 450 ათას ლარიანი გრანტებით დაეხმარება

15:49 ხუთშაბათი, 07 ნოემბერი 2019

მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის პროგრამაში ცვლილებები შევიდა. პროექტის თანახმად, თუ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი უზრუნველყოფს საწარმოსთვის განკუთვნილი შენობა-ნაგებობის აშენებას/რეკონსტრუქციას, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო მას ყურძნის გადასამუშავებლად საჭირო მანქანა-დანადგარების შესყიდვის ღირებულების 90%-ს დაუფინანსებს. საერთო ღირებულება 500 000 ლარს არ უნდა აღემატებოდეს.

ცვლილებების თანახმად პროგრამაში მონაწილეობას შეძლებენ ის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები, რომელთა მეპაიეებს საკუთრებაში გააჩნიათ არანაკლებ 20 ჰექტარი ვენახი, ახალი რედაქციით სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის არანაკლებ 14 მეპაიეს, ნაცვლად 20 მეპაიესი, ინდივიდუალურად საკუთრებაში უნდა ჰქონდეს ან/და საპაიო შენატანის სახით კოოპერატივში შეტანილი უნდა ჰქონდეს არანაკლებ 0.3 ჰექტარი ვენახისა.

ამასთან, თუ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი პროგრამას განახორციელებსმაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებსაქართველოს კანონით განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებაში, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრთა რაოდენობა შემცირდება 10 მეპაიემდე, ნაცვლად 20 მეპაიესი, რომელთაგან, არანაკლებ 7 მეპაიეს ინდივიდუალურად საკუთრებაში ან/და საპაიო შენატანის სახით კოოპერატივში შეტანილი უნდა ქონდეს არანაკლებ 0.1 ჰექტარი ვენახისა.

თუ პროექტის განხორციელება დაგეგმილია მაღალმთიან დასახლებაში, სააგენტოს თანადაფინანსება მოიცავს არანაკლებ 50 ტონა ყურძნის გადამუშავებისთვის საჭირო მანქანა-დანადგარების შესყიდვის ღირებულების, არაუმეტეს 95%-იან თანადაფინანსებას.

პროექტის დაწყებიდან დღემდე, მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ყურძნის გადამამუშავებელი 13 კოოპერაციული საწარმო დაფინანსდა, 12 კახეთის რეგიონში და 1 იმერეთში. სამინისტროს ინფორმაციით, კოოპერატივებმა 100 ტონა ყურძნის მიღება-გადამუშავებისთვის, სახელმწიფოსგან ჯამურად 6 მილიონ ლარამდე ღირებულების საჭირო აღჭურვილობა მიიღეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]