weather cur horoscope tv
ნოემბერი 20, 2019

ჩინეთში „შუა დერეფნის“ განვითრების შესაძლებლობები განიხილეს

18:24 პარასკევი, 08 ნოემბერი 2019 hits 105

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების მინისტრი ნათია თურნავა, რომელიც დელეგაციასთან ერთად ვიზიტით ჩინეთში იმყოფება, ჩინეთის ტრანსპორტის მინისტრს, ლი სიაოპენგს შეხვდა. ოფიციალური დელეგაციის შემადგენლობაშია საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი, დავით ფერაძე.

მინისტრების შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სატრანსპორტო კავშირების, მათ შორის „ერთი სარტყელი - ერთი გზის“ ინიციატივის განვითარების საკითხებზე.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობა განსაკუთრებით დაინტერესებულია სარკინიგზო - მულტიმოდალური გადაზიდვების შემდგომი განვითარების და  ტრანსკასპიური საერთაშორისო მარშრუტის, იგივე შუა დერეფნის (Middle Corridor) გავლით რეგულარული ბლოკ -  მატარებლების ინტენსივობის გაზრდით. ამ მხრივ ლიანიუნგანგის პორტიდან სტამბოლის მიმართულებით რეგულარული მატარებლის მიმოსვლის დაწყება, შუა დერეფნის განვითარების კუთხით წინგადადგმული ნაბიჯია.

იმ ღონისძიებებზე საუბრისას, რაც შუა დერეფნის პოპულარიზაციის მიმართულებით ხორციელდება, ყურადღება გამახვილდა უკრაინასთან პირდაპირი საკონტეინერო გემის მიმოსვლის დაწყებაზე, რაც საქართველოს რკინიგზის ინიციატივით განხორციელდა ისევე როგორც კონსტანცასა (რუმინეთი)  და ბათუმის პორტებს შორის რეგულარული საფიდერო მიმოსვლის დაწყება.  

შეხვედრის დასასრულს მხარეები შეთანხმდნენ, რომ შეიქმნება მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფი, რომელიც აღნიშნული დერეფნის შესაძლებლობების გაზრდაზე აქტიურად იმუშავებს.

R - საქართველოს რკინიგზის ინფორმაცია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]