weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

წნორში ხილის გადამამუშავებელი ახალი საწარმო ამოქმედდა

14:01 შაბათი, 16 ნოემბერი 2019

სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, შპს „ბადაგი პლიუსმა“ წნორში ხილის გადამამუშავებელი საწარმო ააშენა. საწარმოს ასაშენებლად ჯამურად 877 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც 438 000 ლარი მეწარმემ შეღავათიანი აგროკრედიტით მიიღო, ხოლო 350 000 ლარი სახელმწიფო გრანტიაა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, „ბადაგი პლიუსში“, წელიწადში საშუალოდ 11 ტონა ჩირს და ტყლაპს აწარმოებენ. საწარმოში 10 ადგილობრივი დასაქმდა.

2020 წელს საწარმოს სახელმწიფო სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტის - ISO:22000-ის დანერგვაში დაეხმარება.

სამინისტროს ცნობით, სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით „ერთიანი აგროპროექტის“  ფარგლებში კახეთში 74 ახალი საწარმო გაიხსნა, მათ შორისაა ყურძნის, რძის, ხილის გადამამუშავებელი საწარმოები.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]