weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

პროგრამას „აწარმოე საქართველოში“ ახალი მიმართულებები დაემატა

00:08 ორშაბათი, 23 დეკემბერი 2019

სახელმწიფო პროგრამას „აწარმოე საქართველოში“ ახალი მიმართულებები დაემატა და მოიცავს ისეთ დარგებს, როგორებიცაა: საზღვაო თევზჭერა, კერამიკის წარმოება, ბალნეოლოგიური კურორტების კომპონენტი და ისეთი ტურისტული სერვისები, როგორიცაა თემატური პარკები (მაგალითად, ეთნოგრაფიული პარკები, ეთნოსოფლები და სხვა), ასევე სათავგადასავლო ტურიზმი.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოში საზღვაო თევზჭერის ინდუსტრია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, პრიორიტეტული დარგია, რომელსაც უკვე პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ თანადაფინანსებას გაუწევს და განვითარებაში დაეხმარება.

მინისტრის ინფორმაციით, ქვეყანაში დღეს დაახლოებით 30-მდე თევზსაჭერი გემი (სეინერი) არსებობს, რომლებზეც 500-მდე ქართველი მეზღვაურია დასაქმებული. თუმცა, გემები უკვე ძველია და ვერ აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებს, 8 გემს კი სტატუსი აქვს შეჩერებული.

„ეს გემები ძალიან მოძველებულია, წლიდან წლამდე მათი ტექნიკური მდგომარეობა უარესდება. ეს, რა თქმა უნდა, პრობლემას უქმნის დარგს, თევზჭერაში დასაქმებულ ადამიანებს. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, რომ ეს იქნება ახალი სფერო, ახალი დარგი, რომელსაც ჩვენი პროგრამა გაუწევს დახმარებას“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

„აწარმოე საქართველოში“ პროგრამაში შესული ცვლილებები ითვალისწინებს სესხის თანადაფინანსებას ორწლიანი ვადით. გემის ლიზინგის ღირებულების ჩარჩოები 100,000 ლარიდან 5 მლნ ლარამდე იქნება, ხოლო სესხის მოცულობა 150,000 ლარიდან 5 მლნ ლარამდე.

ბალნეოლოგიური კურორტების კომპონენტში სესხის თანადაფინანსების ლიმიტი არასაერთაშორისო ბრენდის ობიექტებზე 200,000 ლარიდან 3 მლნ ლარამდე, საერთაშორისო ბრენდის შემთხვევაში კი - 6 მლნ ლარამდე იქნება. აღსანიშნავია, რომ ბალნეოლოგიური კურორტებზე სასტუმროს აშენებისთვის სესხის თანადაფინანსების ლიმიტი 1 მლნ ლარითაა გაზრდილი.

რაც შეეხება ისეთი ტურისტული სერვისების კომპონენტს, როგორიცაა თემატური პარკები (მაგალითად, ეთნოგრაფიული პარკები და სხვა), ასევე, სათავგადასავლო ტურიზმი, კომპანიებს, რომლებიც საკუთარ ბიზნესს ამ მიმართულებით წარმართავენ, სახელმწიფო მათ საბანკო სესხის თანადაფინანსებას შესთავაზებს. სესხის ლიმიტი 150,000 ლარიდან 5 მლნ ლარამდეა.

მინისტრის თქმით, აღნიშნული ცვლილება ხელს შეუწყობს ქვეყანაში უფრო მაღალშემოსავლიან და ექსტრემალურ დასვენებაზე ორიენტირებული ტურისტული ნაკადების შემოყვანას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]