weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

კომპანიები „ინდეკო“ და „ინვინო“ ყვარელში სასტუმრო კომპლექსის მშენებლობას იწყებენ

19:40 კვირა, 29 დეკემბერი 2019

ყვარელში შპს „ინდეკო“ და შპს „ინვინო“ სასტუმრო კომპლექსისა და თანამედროვე ხელოვნების გალერეის მშენებლობას იწყებენ. ერთობლივი ინვესტიცია, რომელიც ჯამში 40 მილიონ ლარს გადააჭარბებს, მოიცავს 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობას და მენეჯმენტს, მიმდებარე ბუნებრივი ლანდშაფტის რეაბილიტაციას და მოწესრიგებას, თანამედროვე ხელოვნების გალერეის მშენებლობას, ექსპონატებით დაკომპლექტებას და მართვას.

ადრეულ ეტაპზე, აღნიშნულ ტერიტორიაზე კომპანია „ინვინომ“ განახორციელა ინვესტიცია ვენახების გაშენებაში, რაც მოიცავს 20 ჰექტარს და სადაც მრავალი სახეობის ქართული ვაზია გაშენებული. პირველი რთველი უკვე მიმდინარე წელს ჩატარდა და მომავალ წლებში კომპანია მზარდ ხარისხიან მოსავალს ელოდება.

კომპლექსის ტერიტორიაზე 2020 წელს აგრეთვე დაგეგმილია ღვინის თანამედროვე საწარმოს მშენებლობა და ექსპლუატაციაში გაშვება.

R

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]