weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

თუშეთამდე საბაგირო გზის მშენებლობას კერძო კომპანია გეგმავს - გუბერნატორი

22:35 კვირა, 29 დეკემბერი 2019

კახეთის გუბერნატორის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, თუშეთამდე საბაგირო გზის მშენებლობას კერძო კომპანია გეგმავს. წინასწარი პროექტის მიხედვით, საბაგირო გზა ფშაველი-აბანო-ომალოს გზის 22-ე კილომეტრიდან დაიწყება, სადაც ქვედა სადგური მოეწყობა, გადაივლის აბანოს უღელტეხილზე და სოფელ ომალომდე მივა.

გუბერნატორი არ ასახელებს კერძო ინვესტორს, რომელიც თუშეთამდე საბაგირო გზის მშენებლობითაა დაინტერესებული.

რამდენიმე თვის წინ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რომ კომპანიის წარმომადგენლებმა შეხვედრები გამართეს იტალიაში იმ ორგანიზაციასთან, რომელიც პროექტს ტექნიკურად განახორციელებს.

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულომ რამდენიმე დღის წინ დაამტკიცა თუშეთის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტი, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაკვეთით, შპს „სტუდია 21“-მა ერთი წლის წინ შეადგინა.

დოკუმენტი ალვანიდან თუშეთის სოფელ ომალომდე ვიწროლიანდიანი რკინიგზის მშენებლობას ითვალისწინებს. პროექტის ავტორი, არქიტექტორი გია აბულაძე „მთის ამბებთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებდა, რომ ომალომდე ვიწროლიანდიანი რკინიგზის მშენებლობის საპროექტო იდეას, თუშეთში მთელი წლის განმავლობაში გარანტირებული მიმოსვლისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]