weather cur horoscope tv
თებერვალი 21, 2020

ხუთ ქალაქში ბუნებრივი აირის ქსელზე მიერთების საფასური 800 ლარი გახდა

12:08 ოთხშაბათი, 15 იანვარი 2020 hits 4567

საქართველოს თვითმმართველ ქალაქებში - რუსთავში, თბილისში, ქუთაისში, ფოთსა და ბათუმში ბუნებრივი აირის ქსელზე ახალი აბონენტის მიერთების საფასური გაორმაგდა და 400 ლარის ნაცვლად, 800 ლარი გახდა.

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) შესაბამისი ცვლილება გაზის მიწოდებისა და მოხმარების შესახებ დადგენილებაში 2019 წლის 27 დეკემბერს შეიტანა. ცვლილება 2020 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდა.

სემეკ-ის თავმჯდომარის დავით ნარმანიას განმარტებით, კომპანიებს თბილისში „თბილისი ენერჯის“ და რეგიონებში „სოკარს“ ახალი აბონენტების დაერთება 400 ლარზე მეტი უჯდებოდათ და სხვაობა ტარიფიდან უნდა დაფარულიყო. „გადასახადი მოქმედ აბონენტებს რომ არ გაზრდოდათ, ამიტომ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება“, - აღნიშნავს ნარმანია.

გაორმაგებული საფასურის გადახდა არ მოუწევთ იმ აბონენტებს, რომლებმაც მიერთებაზე განცხადება 2019 წელს გააკეთეს.

სემეკ-ის განმარტებით, თუ ბუნებრივი აირის მიმწოდებელმა კომპანიამ მომსახურება დროულად არ განახორციელა, საფასური 50 %-ით განახევრდება.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]