weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

გურჯაანში აგრარული ბაზრის მშენებლობა დასრულდა

22:47 პარასკევი, 28 თებერვალი 2020

გურჯაანში 1-ელ მარტს დაიწყებს ფუნქციონირებას განახლებული ბაზარი, რომელიც  თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად არის მოწყობილი და დაცული იქნება ჰიგიენური და სანიტარული ნორმები. 

წლების განმავლობაში გურჯაანის აგრარულ ბაზარში არსებული მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა და ანტისანიტარია საზოგადოების უკმაყოფილებას იწვევდა. ბაზრის რეაბილიტაცია კი მიმდინარე სამართლებრივი დავისა და რამდენიმე მოვაჭრის წინააღმდეგობის გამო ვერ ხორციელდებოდა.

„ნამდვილად სასიხარულოა, რომ როგორც იქნა, გურჯაანს აქვს კეთილმოწყობილი, სუფთა, მოწესრიგებული აგრარული ბაზარი, სადაც დაცული იქნება სანიტარული ნორმები და ჩვენი მოქალაქეები კომფორტულ, სუფთა გარემოში შეძლებენ პროდუქტის შეძენას. კეთილმოწყობილი ბაზარი იყო საზოგადოების მოთხოვნა და შესაბამისად, ჩვენი დიდი ინტერესიც. ახალ ბაზარში განთავსდებიან გარემოვაჭრეებიც და ქალაქში გარევაჭრობა აიკრძალება“ - აღნიშნა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა.

შპს „გლეხური ბაზრის“ ადმინისტრაციის ინფორმაციით, განახლებულ ბაზარში მოვაჭრეები პირველი მარტიდან დაიწყებენ საქმიანობას და პირველ სტუმრებსაც მიიღებენ, ეტაპობრივად კი ბაზრის სრულად დატვირთვა მოხდება. 

აღსანიშნავია, რომ რეაბილიტაციამდე გურჯაანის „გლეხური ბაზარი“ სურსათის ეროვნულმა  სააგენტომ ანტისანიტარიისა და მათ შორის, კრიტიკული შეუსაბამობის გამოვლენის გამო  არაერთხელ დააჯარიმა. როგორც ბაზრის ადმინისტრაციაში განმარტავენ, ახალ ბაზარში  მათი ყველა შენიშვნა და რეკომენდაცია გათვალისწინებულია.

ახალი ბაზრის გახსნის პარალელურად მოწესრიგდება გარევაჭრობის და საბითუმო ვაჭრობის საკითხიც, რომლის მოგვარებასაც საზოგადოება ასევე ითხოვს. ბაზრის გახსნის შემდეგ მოვაჭრეები მის ტერიტორიაზე გააგრძელებენ საქმიანობას. ქალაქის ცენტრალური ქუჩები კი, სადაც გარემოვაჭრეები იყვნენ განთავსებულნი მოწესრიგდება და დაცული იქნება სისუფთავე.

R - გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაცია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]