weather cur horoscope tv
აპრილი 27, 2024

ტობავარჩხილის ტბამდე მისასვლელი 10 კილომეტრიანი გზა მოწესრიგდება

13:46 ხუთშაბათი, 12 მარტი 2020

ტობავარჩხილის ტბამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია წელს დაიწყება და 2021 წელს დასრულდება. მთავრობის განკარგულებით, პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს. სამშენებლო სამუშაოების ღირებულება 13 მილიონ ლარამდეა. აქედან, წელს, 4 მილიონი ლარის სამუშაო შესრულდება.

გზის რეაბილიტაციის თხოვნით ფონდს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტმა მიმართა. პროექტი ითვალისწინებს ტობავარჩხილის ტბამდე ამორტიზებული საავტომობილო გზის მოწესრიგებას. მისი სიგრძე დაახლოებით 10 კმ-ია, სავალი ნაწილის სიგანე კი - 6.5 მეტრი. პროექტის მიხედვით, იგეგმება გრუნტის საფარისა და ლითონის თვალამრიდების მოწყობა.

ამასთან ერთად, მუნიციპალური განვითარების ფონდი, ამ პროექტის ფარგლებში, საქართველოს ზურმუხტის ქსელის - სამეგრელო 2-ის ტერიტორიაზე შესრულებული სამშენებლო სამუშაოების ზემოქმედების შესაბამისობის შეფასების დოკუმენტს შეისყიდის.

ტობავარჩხილი (ვერცხლის ტბა), იგივე დიდი ტობა მდებარეობს სამეგრელო-ზემო სვანეთში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ეგრისის ქედზე, ზღვის დონიდან 2650 მეტრზე. ტობავარჩხილი ეგრისის ქედზე ყველაზე დიდი ტბაა. ტობავარჩხილის ტბიდან სათავეს იღებს მდინარე მაგანა, რომელიც ულამაზეს კანიონსა და ჩანჩქერს ქმნის ტბის სიახლოვეს. ტობავარჩხილის ტბასთან ახლოს მდებარეობს დიდღალიშ ტობა, კალალიშ ტობა და წაქაწყარიშ ტობა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]