weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

საქართველოს სარკინიგზო დერეფანი თურქმენული ნავთობპროდუქტების გადაზიდვისთვისაც კონკურენტუნარიანი გახდა

15:27 ხუთშაბათი, 13 თებერვალი 2020

2020 წლის 11 თებერვალს, სასტუმრო „Tbilisi Marriot“-ში, სს „საქართველოს რკინიგზისა“ და დსს „აზერბაიჯანის რკინიგზების“ ხელმძღვანელებს შორის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ რეგიონის ლოგისტიკურ ჯაჭვში ჩართული სახელმწიფო და კერძო კომპანიები - დსს „აზერბაიჯანის კასპიის საზღვაო სანაოსნო“, დსს „ბაქოს საერთაშორისო საზღვაო-სავაჭრო პორტი“, დიუბენდისა და ბათუმის ნავთობტერმინალები.

შეხვედრის ინიცირება საქართველოს რკინიგზის მიერ მოხდა, თურქმენული ნავთობის და ნავთოპროდუქტების საქართველოს დერეფნის გავლით სეზონური ტარიფებით გადაზიდვის განხორციელების მიზნით. მხარეებმა აღნიშნული ტვირთების პერმანენტული გადაზიდვისათვის „ვოლგა დონის“ საზღვაო მარშრუტთან მიმართებაში სეზონური და გამჭოლი ტარიფის შეიმუშავეს, რითაც წლის განმავლობაში „ვოლგა დონის“ მარშრუტთან კონკურენცია შესაძლებელი გახდა.

ინტენსიური განხილვის შედეგად, ინიცირებული საკითხზე მოლაპარაკება წარმატებით დასრულდა და შეხვედრაში მონაწილე ყველა მხარის ჩართულობით კონკურენტული, ერთიანი ტარიფები შეთანხმდა თურქმენული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გადაზიდვისთვის.  შეხვედრის ბოლოს ხელი მოეწერა ოქმს და ეფექტური ურთიერთთანამშრომლობის სამომავლო გეგმები დაისახა.

R - საქართველოს რკინიგზის ინფორმაცია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]