weather cur horoscope tv
მაისი 25, 2020

ბათუმის პორტში საკვებითა და მედიკამენტებით დატვირთული ორი გემი შემოვიდა

14:57 შაბათი, 04 აპრილი 2020 hits 690

ბათუმის პორტში ორი კონტეინერმზიდი გემი შემოვიდა, რომელთაგან ერთი 40 000 კგ საკვები პროდუქტით, ხოლო მეორე 23 000 კგ საკვებითა და მედიკამენტებით არის დატვირთული. გემებს ბათუმის პორტში საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დახვდა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მსოფლიოში არსებული კრიზისის ფონზე, უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რომ საყოველთაო კარანტინის პირობებშიც კი საქართველოს პორტები რჩება ღია და სატვირთო ოპერაციები შეუფერხებლად ხორციელდება.

პრემიერმა ხაზი გაუსვა ბათუმსა და ფოთში ქვეყნის მთავარი ნავსადგურების გამართულ საქმიანობას, ვინაიდან, სურსათითა და პირველადი მოთხოვნილების პროდუქციით, სახმელეთო გამშვებ პუნქტებთან ერთად, საქართველო საზღვაო პორტების მეშვეობითაც მარაგდება.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციისათვის, მარტიდან საქართველოს პორტებში შემომსვლელი გემებისთვის წესები გამკაცრებულია. შემოსვლა დაიშვება მხოლოდ თერმოსკრინინგის გავლის შემდეგ. ასევე, დეზინფექცია უტარდება ტვირთს და ავტოსატრანსპორტო საშუალებას.

მთავრობის ადმინისტრაციის მონაცემებით, ბათუმის ნავსადგურში ტვირთბრუნვა გაზრდილია. 2020 წლის მარტში ბათუმის პორტში შემოსული ტვირთი 2019 წლის იგივე პერიოდთან შედარებით 150 %-ით არის გაზრდილი, კონტეინერები 50 %-ით, გენერალური ტვირთი კი 52 %-ით.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]