weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

რეგიონებში აგრარული ბაზრების უმეტესობა დაიხურა

12:52 ორშაბათი, 06 აპრილი 2020

თელავის, გურჯაანის, წნორის, გორის, სენაკის, ზუგდიდის და კიდევ არაერთი მუნიციპალიტეტის აგრარული ბაზარი დაიხურა. მუშაობას მხოლოდ ის ბაზრები გააგრძელებენ, რომლებიც კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით უწყებათაშორისი საბჭოს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების დაცვას შეძლებენ.

„სენაკის და ზუგდიდის ბაზრები დახურულია. რაც შეეხება ფოთს, იქ ფაქტობრივად ერთი დიდი სუპერმარკეტი „უნივერსამი“ ფუნქციონირებს. ამავე დროს მინდა აღვნიშნო, რომ

ფოთის ბაზარმა ძალიან სწრაფად შეძლო ყველა იმ რეკომენდაციის დაცვა, რომელიც ითვალისწინებს, როგორც ნაღდ ფულთან კავშირს, ასევე დისტანციის დაცვას.

ეს იქნება კარგი მაგალითი სხვა ბაზრებისთვის. ჩვენ არ ვაპირებდით ზუგდიდის ბაზრის დახურვას, თუმცა მათ ვერ მოახერხეს რეკომენდაციების დაცვა. რაც შეეხება სენაკს, იქ უფრო რთულად იყო საქმე და ამიტომაც გადაწყდა დახურვა“, - განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ.

კახეთის გუბერნატორის ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაციით, თელავის, გურჯაანის, წნორის, ლაგოდეხის (კაბალი) აგრარული ბაზრები დღეიდან დაიხურა, ეტაპობრივად კი ყველა ბაზარი დაიხურება. უფრო ადრე დაიკეტა ველისციხის, ბოდბისხევის, ვარდისუბნის საკვირაო ბაზრები.

საგანგებო მდგომარეობის გამო, ე.წ. საკვირაო ბაზარი დაიხურა ონშიც, სადაც რაჭის სხვადასხვა სოფლებიდან პროდუქტები გასაყიდად მხოლოდ ოთხშაბათობით ჩამოჰქონდათ. ონის მერიის ორგანიზებით, მუნიციპალიტეტის სოფლებში წინასწარ განსაზღვრული გრაფიკით სასურსათო ავტომაღაზია დადის.

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტს გამოცხადდა 21 აპრილის ჩათვლით. 31 მარტიდან საყოველთაო კარანტინი ამოქმედდა და საღამოს 9-დან დილის 6-მდე კომენდანტის საათი მოქმედებს.

6 აპრილის 13:00 საათის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 188 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 36 პაციენტი, გარდაიცვალა 2 ადამიანი, კარანტინის რეჟიმში 5056 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 386 პირი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]