weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ზუგდიდში ფერმერს 4 ტონა პომიდორი გაუფუჭდა

21:59 პარასკევი, 24 აპრილი 2020

საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების გამო ზუგდიდში ფერმერს 4 ტონა პომიდორი გაუფუჭდა. ინფორმაციას რეგიონული სააგენტო ლაივპრესი ავრცელებს.

„მანამდე მოსავალს ვაბარებდით ქუთაისში, თბილისში, ბათუმში, მაგრამ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების და გაადადგილებაზე შეზღუდვების შემდეგ ჩაიკეტა საზღვრები. ვერსად გავიტანეთ“, - ციტირებს ლაივპრესი ფერმერის კომენტარს, რომელსაც სააგენტოს ცნობით, ვინაობის გამჟღავნება არ სურს.

ბოსტნეულის რეალიზაციის მოთხოვნით, 22 აპრილს, ფერმერებმა საპროტესტო აქციები გამართეს მარნეულის სოფლებში.

„რამდენიმე ტონა კიტრი გვაქვს სახლებში, ლპება და გაყიდვას ვერ ვახერხებთ. გზები დაკეტილია, გასვლის უფლებას არ გვაძლევენ, არც არავის გააქვს“, - აღნიშნა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ მარნეულის სათემო რადიოს პირდაპირ ეთერში.

აღმამედლოს, არაფლოს და კიდევ რამდენიმე სოფლის მოსახლეობამ საავტომობილო გზა გადაკეტა. აქცია რამდენიმე საათს გაგარძელდა და მასში 300-მდე ადამიანი მონაწილეობდა. აქციის მონაწილეებს პრემიერის მრჩეველი რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარი, ქვემო ქართლის გუბერნატორი და მარნეულის მერი შეხვდნენ. ქვემო ქართლის გუბერნატორის განცხადებით, აქცია „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ მიერ იყო ორგანიზებული. აქცია მას შემდეგ დაიშალა, რაც მარნეულში დისტრიბუციის მანქანები შევიდნენ ბოსტნეულის ჩასაბარებლად.

 

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტიდან 21 აპრილის ჩათვლით იყო გამოცხადებული. 31 მარტიდან საყოველთაო კარანტინი ამოქმედდა და საღამოს 9-დან დილის 6-მდე კომენდანტის საათი მოქმედებს. 17 აპრილიდან ქვეყანაში მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება აკრძალულია. 22 აპრილს საგანგებო მდგომარეობა 22 მაისის ჩათვლით გახანგრძლივდა.

24 აპრილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 431 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელებული - 132; გარდაცვლილია - 5; კარანტინის რეჟიმშია - 5888 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 571 პაციენტი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]