weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

ფინკა ბანკი ფერმერების მხარდაჭერას აგრძელებს - ექსკლუზიური პირობები აგრო სესხებზე

13:26 ორშაბათი, 11 მაისი 2020

ფინკა ბანკი ქვეყანაში შექმნილი ვითარების მიუხედავად აგრძელებს ფერმერთა მხარდაჭერას და კომპანია „აგროსფეროსთან“ ერთად მომხმარებლებს აგრო სესხებზე ექსკლუზიურ პირობებს სთავაზობს - წლიური განაკვეთი 2%-დან (ეფექტური 2.65%-დან) იწყება.

ფინკა ბანკის აგრო სესხის განვადება განკუთვნილია მათთვის, ვინც „აგროსფეროს” მაღაზიათა ქსელში შეიძენს სასოფლო-სამეურნეო აღჭურვილობას და მასალებს, მცენარეთა დაცვის საშუალებებს, სასუქებს, სათესლე მასალას და სხვა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისათვის საჭირო პროდუქციას.

აგრო სესხის განვადების ვადა 6-დან 15 თვემდე, ხოლო სესხის თანხა 4500 ლარიდან 60000 ლარამდეა, აგრო სესხის დამტკიცების და გაცემის საკომისიო – 0%-ია. 40000 ლარამდე სესხი გაიცემა გირაოს და თავდების გარეშე.

უპრეცედენტოდ დაბალი ფასი დიდი შეღავათია ფერმერებისთვის. აგრო სესხის მეშვეობით ისინი მარტივად შეიძენენ მეურნეობისთვის საჭირო ინვენტარს, მცენარეთა დაცვის საშუალებებს, სასუქებს, სათესლე მასალას, აგროტექნიკას, აგროინვენტარს, წვეთოვანი მორწყვის სისტემებს. გარდა ამისა, შესაძლებელია მეღვინეობის დანადგარების, ფილტრაციის სისტემების, მუხის კასრების, დამხმარე მასალების სწრაფად და მარტივად, დამატებითი პროცედურების გარეშე შეძენა.

ფინკა ბანკი უკვე 20 წელზე მეტია მომსახურებას უწევს მცირე და საშუალო მეწარმეებს და ფერმერებს საქართველოს ყველა რეგიონში.

აგროსესხის განაცხადი შეავსეთ აქ, მოგვმართეთ ფილიალში ან ეწვიეთ აგროსფეროს მაღაზიებს თქვენს ქალაქში.

R - ფინკა ბანკის ინფორმაცია

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]