weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

თიბისის პირველი ციფრული ბარათი უკვე 600-მდე მომხმარებელმა გაიაქტიურა

16:46 ორშაბათი, 11 მაისი 2020

საქართველოში პირველ ციფრულ ბარათს უკვე 600-მდე მომხმარებელი ჰყავს. ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად, თიბისის და ვიზას ინიციატივით შეიქმნა და ის ხელმისაწვდომი 2 დღის წინ გახდა.

ციფრული ბარათი პლასტიკური ბარათის ციფრული ანალოგია და ყველა ის ფუნქცია აქვს, რაც სადებეტო ბარათს. მისი გამოყენებით შესაძლებელია თანხის გადახდა სავაჭრო ობიექტებში, პოს-ტერმინალების გამოყენებით, ასევე ბანკომატიდან თანხის განაღდება. უახლოეს მომავალში ბარათს ონლაინ გადახდის სერვისიც დაემატება.

ციფრული ბარათის შეკვეთა და მიღება თიბისის მობაილ და ინტერნეტბანკიდან ძალიან მარტივადაა შესაძლებელი და ამისათვის მომხმარებელს ლოდინი არ უწევს. ბარათი მომენტალურად, ავტომატურად მოთხოვნისთანავე აქტიურდება, რის შემდეგაც შესაძლებელია მისი დამატება ციფრულ საფულეში (APPLE WALLET, TBC WALLET).

ციფრული ბარათის უპირატესობებია:

  • მომხმარებელს არ უწევს ფიზიკური პლასტიკური ბარათის ტარება;
  • მომხმარებელს არ უწევს ფილიალში ბარათის შესაკვეთად მისვლა;
  • მომხმარებელი არ ელოდება ბარათის ფოსტით მიღებას;
  • ფიზიკური ბარათის დაკარგვის ან ბანკომატის მიერ მისი „ჩაყლაპვის“ შემთხვევაში, შესაძლებელია ციფრული ბარათის მომენტალურად ინტერნეტ ან მობაილბანკიდან გააქტიურება და სასურველ ანგარიშზე მიბმა;
  • ბარათის დამატება მომენტალურადაა შესაძლებელია ციფრულ საფულეში;
  • ციფრული ბარათის გამოყენება შესაძლებელია ციფრული საფულედან Apple Pay ან tbc Wallet;
  • Apple Wallet -ით სარგებლობისას, ციფრული ბარათის გამოყენება შესაძლებელია საზღვარგარეთ იმ ბანკომატებში, სადაც დაშვებულია apple Pay-ით თანხის განაღდება.

„ჩვენი სტრატეგია მომხმარებლებისთვის ინოვაციური ციფრული სერვისების შეთავაზებაა. ადამიანებს სჭირდებათ ისეთი მომსახურება და პროდუქტები, რაც მათ ცხოვრებას კიდევ უფრო გაამარტივებს. ციფრული ბარათი ძალიან პრაქტიკული პროდუქტია, რასაც მომხმარებლების მხრიდან დიდი ინტერესიც ადასტურებს. ძალიან მალე ბარათს ფიზიკურ პირებთან ერთად უკვე ბიზნესების წარმომადგენლებსაც შევთავაზებთ“, - ნიკა ქურდიანი, თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე.

პირველი ციფრული ბარათის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://www.tbcbank.ge/web/ka/web/guest/first-digital-card-from-tbc

R - თიბისის ინფორმაცია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]