weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

თიბისი ბიზნესებისთვის გადახდების ახალ პლატფორმას ქმნის

16:53 ხუთშაბათი, 21 მაისი 2020

თიბისიმ ბიზნესების მხარდასაჭერად და მათი საქმიანობის გასამარტივებლად ახალი ონლაინ პლატფორმა, tbcpayments.ge შექმნა. ვებ-გვერდი მეწარმეებს შესაძლებლობას აძლევს გადახდების სხვადასხვა მეთოდთან დაკავშირებით ყველა ინფორმაცია ერთ სივრცეში მიიღონ და დისტანციურად დანერგონ მათთვის სასურველი გადახდის მიღების მეთოდი.

პლატფორმა სპეციალურად ბიზნესების წარმომადგენლებისთვის შეიქმნა და ის განკუთვნილია მიკრო, მცირე და საშუალო, ასევე კორპორატიული ბიზნესებისთვის.

ვებ-გვერდის საშუალებით ბიზნესების წარმომადგენლებს შესაძლებლობა აქვთ, აირჩიონ მათთვის სასურველი გადახდის მეთოდი, (როგორც ელ.კომერციის, ისე პოს.ტერიმანალის მიმართულებით) დეტალური ინფორმაცია მიიღონ აღნიშნული პროდუქტების შესახებ და დისტანციურად მოითხოვონ და დანერგონ მათ ბიზნესზე მორგებული გადახდის სასურველი სისტემა.

„თიბისის, როგორც გადახდების ბიზნესში ლიდერი კომპანიის მიზანია, მოხმარებლებს ინდივიდუალურ საჭიროებებზე მაქსიმალურად მორგებული, ინოვაციური პროდუქტები და სერვისები შესთავაზოს. მოხარული ვართ, რომ ახალი პლატფორმა არაერთ ბიზნესს გაუმარტივებს საქმიანობას და დაეხმარება მათ უფრო მეტი წარმატების მიღწევაში“, - თამუნა ჟიჟილაშვილი, თიბისის გადახდების ლიგის ლიდერი.

ახალი პლატფორმა ბიზნესებისთვის უკვე ამოქმედდა და ის ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე.

R - თიბისის ინფორმაცია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]