weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ტურისტის მიღების ფასად მოქალაქეების ჯანრმთელობას რისკის ქვეშ ვერ დავაყენებთ – გახარია

13:16 ოთხშაბათი, 10 ივნისი 2020

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ისრაელიდან ტურისტების მიღებაზე მიღწეული შეთანხმება, ამ ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციის გაუარესების გამო, აღარ გაფორმდა. გახარიას თქმით, სწორედ ისრაელი იყო პირველი ქვეყანა, რომელთანაც საჰაერო მიმოსვლის აღდგენა იგეგმებოდა.

„ბოლომდე გვაქვს მიყვანილი, ხელმოწერის დონეზე ისრაელთან შეთანხმება ტურისტების ისრაელიდან შემოყვანაზე. მწვანე კოლიდორი, პირველი, რომელთანაც დავალაგეთ, იყო ისრაელი. მე პირადად ვესაუბრე პრემიერ-მინისტრს და ყველაფერი მზად იყო, შეთანხმებული ვიყავით იმაზე, რომ პირველი რეისები უნდა გაგვეშვა. ჩვენ რომ დავთქვით თარიღი, 15 ივლისი ვთქვით საერთაშორისო ტურისტების გასახსნელად. ისრაელი იყო პირველი შესაძლებლობა, რომ უფრო ადრე გაგვეკეთებინა ეს ყველაფერი. ზუსტად ერთი კვირის წინ იქ უბრალოდ ეპიდემიოლოგიური სიტუაცია აფეთქდა და ათასობით ადამიანი გაყავთ კარანტინში. რამდენიმე ქვეყანაა კიდევ ასეთი. რა თქმა უნდა, ჩვენ ვერავითარ შემთხვევაში, ვერანაირი ტურისტის მიღების ფასად, ჩვენი მოქალაქის ჯანმრთელობას კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დავაყენებთ“, – განაცხადა გახარიამ სოფელ ნიქოზში, ფერმერებთან შეხვედრაზე.

მისივე თქმით, ტურიზმიდან შემოსული იმპორტირებული ინფიცირება ქვეყანას შესაძლოა იმდენი დაუჯდეს, რომ არანაირი ფასი იმ ტურისტს არ ექნება. პრემიერ-მინისტრმა ქართველებს საქართველოში მოგზაურობისკენ მოუწოდა.

საქართველოში შიდა ტურიზმი 15 ივნისიდან გაიხსნება, საერთაშორისო ტურისტების მიღება კი 1-ლი ივლისიდან იგეგმება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]