weather cur horoscope tv
თებერვალი 28, 2021

თურქეთის პლანტაციებში ქართველები სენეგალელებმა, ავღანელებმა და უზბეკებმა ჩაანაცვლეს – მედია

12:46 პარასკევი, 12 ივნისი 2020 hits 2985
ფოტო © Hürriyet ფოტო © Hürriyet

თურქეთის შავიზღვისპირა პროვინცია რიზეს ჩაის პლანტაციებში ქართველი მუშახელი, რომელიც კორონავირუსის გამო საზღვარს ვერ კვეთს, სენეგალელმა, ავღანელმა და უზბეკმა დასაქმებულებმა ჩაანაცვლეს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Hürriyet ავრცელებს.

თურქული მედიის ცნობით, სენეგალელ, ავღანელ და უზბეკ მუშებს თურქეთში ცხოვრებისა და მუშაობის ნებართვა აქვთ და მათ ჩაანაცვლეს ქართველები, რომლებიც, როგორც წესი, თურქეთიში შესასვლელად ერთი საათის გზას გადიოდნენ და ჩაის კრეფდნენ. ამჟამად სამი სენეგალელი დასაქმებული დღეში დაახლოებით 250 ლირას ანუ 37 აშშ დოლარს იღებს. 2020 წლისთვის მინიმალური დღიური გამომუშავება კი 98.10 ლირას, ანუ 15 დოლარს შეადგენს.

მედიის ინფორმაციით, რიზეში დაახლოებით 40 000 უცხოელი მუშა უნდა ჩასულიყო, თუმცა კორონავირუსის გამო ქვეყნის საზღვრის გადაკვეთა აიკრძალა. დაახლოებით 20 000 ადამიანი, რომელთა უმრავლესობა რიზედანაა და სტამბოლში ცხოვრობს, ივნისის დასაწყისში მშობლიურ პროვინციაში დაბრუნდა და ჩაის დაკრეფა დაიწყო.

რამდენიმე დღის წინ, „ქართული ოცნების“ ბათუმის ოფისის წინ, ქალებმა, რომლებიც თურქეთში სამუშაოდ ვეღარ გადადიან, აქცია გამართეს და თვითდასაქმებულებისთვის განკუთვნილი ერთჯერადი 300-ლარიანი კომპენსაციის მიღება მოითხოვეს. როგორც აქციის მონაწილეებმა აჭარის ტელევიზიასთან განაცხადეს, საზღვრის კვეთა ყოველ დღე უფიქსირდებოდათ, ამიტომ მათი იდენტიფიცირება რთული არ არის.

„უმუშევრები დავრჩით. დილის 5 საათზე გადავდიოდით, საღამოს 6-ზე ვბრუნდებოდით. ვითხოვთ დახმარებას, რომ მივიღოთ კუთვნილი კომპენსაცია“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

უმაღლესი საბჭოს წევრი ლადო მგალობლიშვილი და აჭარის ჯანდაცვის მინისტრი აქციის მონაწილეებს ცენტრალურ ხელისუფლებასთან შუამდგომლობას დაპირდნენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]