weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

რეგულარული ფრენების აღდგენა დიდი ალბათობით ივლისის ბოლომდე გადაიწევს – თურნავა

14:21 ხუთშაბათი, 25 ივნისი 2020

საქართველოს ეკონომიკსა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, საქართველომ რეგულარული ფრენები შესაძლოა ივლისის ბოლომდე არ აღადგინოს. როგორც თურნავამ თქვა, ეს ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზეა დამოკიდებული.

„რეგულარული ფრენების აღდგენა პირველ რიგში დამოკიდებულია დანარჩენი მსოფლიოს ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე და თუ ვისთან გვაქვს ეს რეგულარული ფრენები. ჩვენ ყველაზე უფრო მეტად გვინდა, რომ სრული მასშტაბით, რაც შეიძლება მალე აღდგეს რეგულარული ფრენები, მგრამ ეს ის ვითარებაა, როდესაც პირველი და უპირატესია ჩვენი ჯანმრთელობა.

დიდი ალბათობით, მოგვიწევს რეგულარული ფრენების შეზღუდვის გადაწევა ალბათ ივლისის ბოლომდე, თუმცა ჩარტერული, საკმაოდ რეგულარული ფრენები დღესაც ხორციელდება და ივლისშიც განხორციელდება“, – განაცხადა თურნავამ.

მისივე თქმით, პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილება არ იქნებოდა მთავრობას ახლავე, სრული მასშტაბით აღედგინა რეგულარული ფრენები.

რაც შეეხება საერთაშორისო ტურიზმის გახსნას, ეკონომიკის მინისტრის თქმით, საქართველოს მთავრობა ამ საკითხზე ევროკავშირის გადაწყვეტილებას ელოდება.

„ივლისშიც საკმაოდ ფრთხილად მოვეკიდებით საერთაშორისო ვიზიტორებს, საერთაშორისო ტურისტებს. აქ იქნება რამდენიმე მიმართულება: ბიზნესვიზიტორებისთვის, სტუდენტებისთვის ცალკე წესი შემუშავდა და მალე გასაჯაროვდება, იქნება უფრო გამარტივებული რეგულაციები. ველოდებით, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ევროკავშირი, რომელმაც ჯერ მხოლოდ წევრი სახელმწიფოებისთვის გახსნა საზღვარი და ამ დღეებში მიიღებს გადაწყვეტილებას არაწევრ ქვეყნებთან, მათ შორის საქართველოსთან მიმართებაში. მეორე ფაქტორია, რომ ველოდებით სხვადასხვა ქვეყნის ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას, რომელიც საკმაოდ ცვალებადია“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

საქართველოს მთავრობამ საერთაშორისო ტურიზმის გახსნის თარიღად პირველი ივლისი დაასახელა. ისრაელი იყო პირველი ქვეყანა, რომელთანაც საჰაერო მიმოსვლის აღდგენა იგეგმებოდა, თუმცა, 10 ივნისს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ტურისტების მიღებაზე მიღწეულ შეთანხმებას, ისრაელში ეპიდსიტუაციის გაუარესების გამო, ხელი აღარ მოეწერა.

 

ამ თემაზე:

ისრაელთან მიმოსვლა შესაძლოა აგვისტოში აღდგეს

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]