weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ფრენები აღდგება როცა იქნება საჭირო, არავინ დაზარალდება – გახარია

00:36 შაბათი, 27 ივნისი 2020

ევროკავშირის უმსხვილეს ავიაკომპანიებთან პირდაპირი მოლაპარაკებები გვაქვს და პირველი რიცხვიდან ბევრი დედაქალაქის მიმართულებით რეისები გაიხსნება – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში, ოპოზიციონერი დეპუტატების საპასუხოდ განაცხადა. 

„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებმა მთავრობა გააკრიტიკეს იმის გამო, რომ საერთაშორისო რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვები პირველ აგვისტომდე გაახანგრძლივა, მაშინ, როდესაც ევროკავშირი საზღვრების გახსნას პირველი ივლისიდან გეგმავს.

გიორგი გახარიას თქმით, საქართველოს მთავრობს გადაწყვეტილების ერთადერთი მიზანი და მიზეზი მოქალაქეებზე ზრუნვაა, ისე, რომ „ქვეყნის რეპუტაცია არ დაინგრეს“. 

„აგიხსნით, რასაც ვგულისხმობ: მიუხედავად იმისა, რომ გუშინ ზოგიერთებს ჟრიამული ჰქონდათ, საქართველო იძახის პანდემიას გავუმკლავდითო და უსაფრთხო ქვეყნების სიაში არ შეიყვანენო, შეგვიყვანენ. შეგვიყვანენ, გარწმუნებთ. ეს გადაწყვეტილება იყო მიღებული ერთადერთი მიზეზის გამო. ჯერ ერთი, საქართველოში ფრენები ხორციელდება არამხოლოდ ევროკავშირიდან.

გარწმუნებთ, რომ ევროკავშირის უმსხვილეს ავიაკომპანიებთან პირდაპირი მოლაპარაკებები გვაქვს და პირველი რიცხვიდან ბევრი დედაქალაქის მიმართულებით რეისები გაიხსნება.

ეს ჩვენთვის მმართველობის ნაწილში უფრო მარტივია, კონკრეტულ ავიაკომპანიას, კონკრეტულ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს, კონკრეტულ მწვანე ზონებში პირდაპირი რეისები დავნიშნოთ უპრობლემოდ.

ბედნიერი რომ გგონიათ თქვენი თავი, რომ ან ევროკავშირის უსაფრთხო ქვეყნებში საქართველო ვერ მოხვდება, ან ვიღაც გაგვიბრაზდება იმის გამო, რომ რეისები გადავავადეთ, ეს ჩვენ ყველასთან შეთანხმებული გვაქვს, მეგობრებო. თქვენ რომ არ შეგითანხმეთ, მაგაზე ნუ ღელავთ, რა. არავინ არაფრით არ დაზარალდება. გერმანიაზეც იქნება ფრენები, ამსტერდამშიც იქნება... როცა იქნება საჭირო. მაშინ, როგორც კი ქვეყანას გაუხსნიან საზღვარს“, – განაცხადა გახარიამ.

საქართველოს მთავრობა რეგულარული საერთაშორისო ავიამიმოსვლის აღდგენას ივლისიდან გეგმავდა, თუმცა 25 ივნისს ცნობილი გახდა, რომ, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით რეგულარულ საერთაშორისო ფრენებზე დაწესებული შეზღუდვები 31 ივლისის ჩათვლით გახანგრძლივდა. 25 ივნისვე „ევრონიუსმა“  გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველო იმ 54 ქვეყანას შორის დასახელდა, რომელთა მოქალაქეებს ევროკავშირის საზღვრების გადაკვეთა შეეძლებათ. Ევროკავშირი არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვის საზღვრის გასნას პირველი ივლისიდან გეგმავს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]