weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

7 მაღალმთიან დასახლებაში მიწის უფასოდ რეგისტრაცია დაიწყო

14:53 შაბათი, 04 ივლისი 2020

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 3 ივლისის ბრძანებით, განისაზღვრა ის გეოგრაფიული არეალები, სადაც მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია უფასოდ იქნება შესაძლებელი.

ბრძანების თანახმად, მიწის ნაკვეთების სისტემური რეგისტრაციის მიზნით განისაზღვრა შემდეგი გეოგრაფიული არეალები:

  • ლენტეხის მუნიციპალიტეტის ჟახუნდერისა და ჩიხარეშის ადმინისტრაციული ერთეულები;
  • ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ხვანჭკარისა და ჭრებალოს ადმინისტრაციული ერთეულები;
  • ონის მუნიციპალიტეტის გომისა და ღების ადმინისტრაციული ერთეულები;
  • ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა გომისმთა.

აღნიშნული არეალების საერთო ფართობი 85 292 ჰექტარია. სისტემური რეგიტრაცია უკვე დაიწყო და 2020 წლის 31 დეკემბრის ცათვლით იქნება შესაძლებელი.

მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში, მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ გეოგრაფიულ არეალებში, საკადასტრო აგეგმვით/აზომვით სამუშაოებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო უსასყიდლოდ ასრულებს.

უფასოა დოკუმენტაციის მოძიება და სისტემატიზაცია, გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერების დამოწმება, სანოტარო მედიაცია, მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება, ფაქტების კონსტატაცია, მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების და მასში ცვლილების რეგისტრაცია. უსასყიდლოდ ხდება სამკვიდრო მოწმობის გაცემა.

მიწის დაკანონება არ მოახდენს გავლენას იმ ოჯახების სარეიტინგო ქულებზე, რომლებიც იღებენ სოციალურ დახმარებას და სარგებლობენ სხვადასხვა შეღავათებით.

მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო რეფორმა 2016 წლის 1 აგვისტოს დაიწყო. სპორადული რეგისტრაციის ფარგლებში საჯარო რეესტრი დოკუმენტაციის მოძიებას და სარეგისტრაციო წარმოებას მოქალაქეთა ინდივიდუალური მიმართვის შემდეგ იწყებს. სისტემური რეგისტრაციის შემთხვევაში კი, რეგიონს, სადაც სისტემური რეგისტრაცია განხორციელდება, განსაზღვრავს იუსტიციის მინისტრი საჭიროებისა და სახელმწიფო ინტერესიდან გამომდინარე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]