weather cur horoscope tv
აგვისტო 06, 2020

მოქალაქეების დასაბრუნებლად ჩარტერულ რეისებს Wizz Air-ი და Myway Airlines-იც შეასრულებენ

14:38 ორშაბათი, 06 ივლისი 2020 hits 1222

საქართველოს მთავრობის განცხადებით, საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ორგანიზებულად დასაბრუნებლად, ავიარეისებს ივლისის განმავლობაში, ავიაკომპანიები - Wizz air-ი და Myway Airlines-ი შეასრულებენ. აღნიშნულ რეისებზე ბილეთის ფასი საქართველოს მოქალაქეებისთვის არ იქნება 200 ევროზე მეტი.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე შეთანხმდნენ, რომ ავიარეისები შემდეგი განრიგით განხორციელდება:

13 ივლისი – ვარშავა, 15 ივლისი – ბარსელონა, 17 ივლისი – რომი, 22 ივლისი – პარიზი, 28 ივლისი – ათენი.

გარდა ამისა, ავიაკომპანია Georgian Airways-ი ამსტერდამის მიმართულებით ჩარტერული ფრენების განხორციელებას შემდეგი განრიგით გეგმავს:

11 ივლისი – თბილისი - ამსტერდამი - თბილისი (გაფრენა 06:50, მოფრენა 17:15); 12 ივლისი – თბილისი - ვენა - თბილისი (გაფრენა 16:30, მოფრენა 00:10 +1); 18 ივლისი – თბილისი - ამსტერდამი - თბილისი (გაფრენა 06:50, მოფრენა 17:15); 20 ივლისი – თბილისი - ამსტერდამი - თბილისი (გაფრენა 06:30, მოფრენა 17:15); 25 ივლისი – თბილისი - ამსტერდამი - თბილისი (გაფრენა 06:50, მოფრენა 17:15); 27 ივლისი – თბილისი - ამსტერდამი - თბილისი (გაფრენა 06:30, მოფრენა 17:15).

საქართველოში დაბრუნებული მოქალაქეებისთვის კვლავ სავალდებულოა 14-დღიანი საკარანტინო პროცედურის გავლა.

„მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა საქართველო 15 უსაფრთხო ქვეყნის სიაში შეიყვანა და გასცა რეკომენდაცია მათთვის საზღვრების გახსნის შესახებ, მთავრობა ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, საზღვრების გახსნის თაობაზე, ინდივიდუალურად, ორმხრივ მოლაპარაკებებს აწარმოებს. ამჟამად, რიგ ქვეყნებთან, რომლებმაც უკვე გამოთქვეს საზღვრების გახსნის მზაობა, დეტალურად თანხმდება ყველა ის პროცედურა, რომელთა გავლა მოქალაქეებს მგზავრობის შემთხვევაში ორმხრივად მოეთხოვებათ“, – აცხადებს საქართველოს მთავრობა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]