weather cur horoscope tv
აგვისტო 06, 2020

თბილისიდან მიუნხენის, პარიზისა და რიგის მიმართულებით ფრენები 13 ივლისიდან დაშვებულია

07:25 შაბათი, 11 ივლისი 2020 hits 499

საქართველოს მთავრობის 10 ივლისის დადგენილებით, „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილება შევიდა.

დადგენილების თანახმად, შეზღუდვა 2020 წლის 13 ივლისიდან არ ვრცელდება იმ პირდაპირ რეგულარულ საერთაშორისო რეისებზე, რომლებიც სრულდება თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტსა (ICAO-ს კოდი UGTB) და შემდეგ აეროპორტებს შორის: მიუნხენი (ICAO-ს კოდი EDDM); პარიზი (ICAO-ს კოდი LFPG); რიგა (ICAO-ს კოდი EVRA).

„გადაწყვეტილება ფრენის სიხშირეების რაოდენობის შესახებ მიიღება ინდივიდუალურად სსიპ − სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან შეთანხმებით“, – აღნიშნულია დადგენილებაში, რომელსაც ხელს აწერს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია.

დღეისათვის საქართველოს მოქალაქეებისთვის საზღვრები უპირობოდ გახსნილი აქვს 14 ქვეყანას. ესენია: გერმანია, საფრანგეთი, ლატვია, ლიეტუვა, ესტონეთი, ესპანეთი, შვედეთი, ნიდერლანდები, პოლონეთი, საბერძნეთი, პორტუგალია, ლუქსემბურგი, ხორვატია, რუმინეთი.

როგორც ცნობილია, გერმანული ავიაკომპანია Lufthansa თბილისიდან მიუნხენის მიმართულებით კვირაში ორ რეისს აგვისტოდან განახორციელებს. საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ იმ ქვეყნების (გერმანია, საფრანგეთი, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი) მიმართულებით, რომლებთანაც უპირობოდ გახსნა საზღვრები, საავიაციო მიმოსვლის და რეგულარული რეისების აღდგენის მიზნით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს საერთაშორისო ავიაკომპანიებთან, მათ შორის AirBaltic-სა და AirFrance-თან.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]