weather cur horoscope tv
ოქტომბერი 27, 2020

სტუდენტებისთვის ბერლინის მიმართულებით სუბსიდირებადი რეისი შესრულდება – თურნავა

13:21 ხუთშაბათი, 16 ივლისი 2020 hits 537

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, თბილისი-ბერლინი-თბილისის მიმართულებით ე.წ. სოციალური რეისი შესრულდება. თურნავას თქმით, მთავრობამ გაითვალისწინა იმ სტუდენტების თხოვნა, რომლებიც გერმანიაში სწავლობენ და გერმანიაში ჩასვლა დაწყებამდე სურთ.

„ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ არის გარკვეული რაოდენობა ქართველი სტუდენტებისა, ვისაც დროზე ადრე, ანუ სწავლის დაწყებამდე სურს ჩასვლა გერმანიაში იმის გამო, რომ მათ ხელთ უჭირავთ დასაქმების კონტრაქტები. ჩვენ ამაზე ვიმსჯელეთ და მთავრობამ, სულ ორიოდე დღის წინ დაამტკიცა კიდევ ერთი, ე.წ. სოციალური ჩარტერი, ანუ სუბსიდირებადი ფრენა თბილისი-ბერლინი-თბილისის მიმართულებით. აქედან გამომდინარე, ჩვენ, რა თქმა უნდა, გავითვალისწინეთ მათი თხოვნა“, – განაცხადა თურნავამ

მინისტრი სტუდენტებს მოუწოდებს, შეზღუდული ადგილებიდან გამომდინარე, ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტს დროულად მიმართონ.

„ვინაიდან ეს არის სუბსიდირებადი ფრენა და აქედან გამომდინარე, ადგილები შეზღუდულია, დროულად მიმართონ ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტს, სსიპ-ს, რომელიც შექმნილია მთავრობის ადმინისტრაციის ფარგლებში და აუცილებლად წარადგინონ დასაქმების კონტრაქტები, რომ დაზღვეულები იყვნენ, აუცილებლად ჰქონდეთ ადგილი ბორტზე. ჩვენ უზრუნველვყოფთ ამას და მათ ხელს შევუწყობთ“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]