weather cur horoscope tv
თებერვალი 28, 2021

ხიბულაში შექმნილი ფერმა იტალიაში 45 ტონა ლოკოკინას გაიტანს

14:17 შაბათი, 18 ივლისი 2020 hits 767

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ ხიბულაში შექმნილი ლოკოკინების ფერმა - „ნადი გრუპი“ ოქტომბერში, იტალიაში ექსპორტზე 45 ტონა ლოკოკინას გაიტანს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, საწარმო, რომელშიც მუდმივად 15 ადამიანია დასაქმებული წელიწადში, საშუალოდ, 50 ტონა ლოკოკინას აწარმოებს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის თქმით, ფერმერებისთვის ეს არის საკმაოდ საინტერესო მიმართულებაა, რადგან ჰექტარზე შემოსავალი რამდენიმე ათეულ ათას ევროს შეადგენს.

„ბიოლოგიურად წარმოებული ლოკოკინა, ძირითადად საექსპორტო დანიშნულებისაა და ევროკავშირში გადის. ამ მიმართულებით სამინისტრომ აქტიურად იმუშავა. თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება ითვალისწინებს ვალდებულებას ფიტოსანიტარიულ და ვეტერინარულ ვალდებულებებს, რომელიც სახელმწიფომ დააკმაყოფილა და, დღეისათვის, მოლუსკისნაირები და ლოკოკინები ევროკავშირის ბაზარზე დაშვებულია. ჩვენი პრიორიტეტია, სოფლის მეურნეობაში გვქონდეს აქცენტი მეტი ღირებულების მომტან მიმართულებებზე“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ახალ ხიბულაში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ლოკოკინების ფერმა 2017 წელს, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შეიქმნა. სოფლის მეურნების სამინისტროს მონაცემებით, 1 860 000 ლარის ინვესტიციიდან 1 260 000 ლარი „ნადი გრუპმა“ შეღავათიანი აგროკრედიტით მიიღო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]