weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

მესტიის, ამბროლაურისა და ბათუმის მიმართულებით რეგულარული ფრენები განახლდა

22:01 ხუთშაბათი, 23 ივლისი 2020

24 ივლისიდან ნატახტარიდან მესტიისა და ამბროლაურის აეროპორტების, ხოლო თბილისიდან ბათუმის აეროპორტის მიმართულებით რეგულარული რეისები შესრულდება. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, 31 ივლისიდან მესტია-ნატახტარის მიმართულებაზე 6, თბილისი-ბათუმის მიმართულებაზე 5, ამბროლაური-ნატახტარის მიმართულებაზე კი 3 რეისი განხორციელდება.

ნატახტრიდან მესტიის მიმართულებით ფრენა კვირას, ორშაბათს, ოთხშაბათს, ხუთშაბათსა და პარასკევს, დილის 9 საათზე შესრულდება, ხოლო მესტიიდან ნატახტრისკენ იმავე დღეებში, დილის 11 საათზე. ავიარეისებს კომპანია Vanilla Sky შეასრულებს.

აეროპორტების გაერთიანების დირექტორის, თამარ არჩუაძის განცხადებით, 2020 წელი პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, შიდა ტურიზმის წლად გამოცხადდა. ამიტომ, შიდა ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით, შიდა ფრენების განვითარებას დიდი ყურადღება დაეთმობა. მისივე თქმით, მიმდინარე ტურისტულ სეზონზე ბილეთის ფასი არ შეცვლილა და 2019 წლის ნიშნულზე დარჩა.

„COVID-19-ის პანდემიის პირობებში უსაფრთხოების ყველა ნორმა დაცულია. აეროპორტები აღჭურვილია ჯანდაცვის სამინისტროსა და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ დაწესებული ყველა მოთხოვნის შესაბამისად. ეს იქნება დეზობარიერები, სოციალური დისტანცირება თუ თერმოსკრინინგი“,- განაცხადა აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა.

აგვისტოდან მესტიის მიმართულებით რეგულარული რეისები კვირაში 5-ჯერ, ამბროლაურის მიმართულებით კვირაში 3-ჯერ, ბათუმის მიმართულებით კი კვირაში 4-ჯერ განხორციელდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]