weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

გაუპატიურებაში ბრალდებულ პოლიციელს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

00:09 პარასკევი, 24 ივლისი 2020

გორის პოლიციის თანამშრომელს, რომელიც 35 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. 

პროკურორ კონსტანტინე ცაცუას განცხადებით, ბრალდებულმა ზაზა ალავერდაშვილმა დანაშაული სამსახურეობრივ ავტომანქანაში ჩაიდინა. მისივე თქმით, უკვე ჩატარებულმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ქალს ფიზიკური დაზიანებები ბრალდებულმა მიაყენა. ბრალდების მხარე სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას ელოდება.

ზაზა ალავერდაშვილი ბრალს არ აღიარებს. დაცვის მხარემ მისი გათავისუფლება მოითხოვა, ალტერნატივის სახით კი სასამართლოს 5000 ლარის ოდენობის გირაო შესთავაზა, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. ადვოკატ ბონდო ვათიაშვილის განცხადებით, სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა განმარტა, მას რომ მიმალვის განზრახვა რომ ჰქონდეს, ამას რამდენიმე დღის წინ გააკეთებდა, რადგან იცოდა, რომ მის წინააღმდეგ პოლიციაში საჩივარი იყო შესული.

„ამდენად, პროკურორის არგუმენტი, რომ ის მიიმალება, ამით გაბათილებულია“, - განაცხადა ადვოკატმა ჟურნალისტებთან.

მისივე თქმით, პოლიციელის მხრიდან სამსახურეობრივ ავტომანქანაში ძალადობის დასადასტურებლად, მტკიცებულების სახით მხოლოდ დაზარალებულის ჩვენება არსებობს. გარდა ამისა, ადვოკატის განცხადებით, ექსპერტიზამ მსუბუქი დაზიანებები დაადგინა, რაც გაუპატიურების ბრალდებას არ შეესაბამება.

ზაზა ალავერდაშვილი 21 ივლისს დააკავეს. პროკურატურამ მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინა, რაც გულისხმობს გაუპატიურებას ჩადენილს ძალადობით, ძალადობის მუქარით ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით. დანაშაული ექვსიდან რვა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]