weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

თბილისის ბაზრობების შემოწმების შედეგად გასულ კვირაში 19 ბიზნეს სუბიექტი დააჯარიმეს

13:58 ორშაბათი, 27 ივლისი 2020
ფოტოზე ბექა ფერაძე ფოტოზე ბექა ფერაძე

ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის განცხადებით, კორონავირუსის პრევენციის მიზნით თბილისის ბაზრებსა და ბაზრობებზე ჩატარებული შემოწმების შედეგად 19 ბიზნეს სუბიექტი დააჯარიმეს.

ფერაძის ინფორმაციით, გასულ კვირას შემოწმდა თითქმის ყველა ბაზარი, მათ შორის - ლილოს, „ელიავას“, „დეზერტირების“, „ნავთლუღის“, დიდუბის, გლდანის ბაზრობები, ასევე - ვარკეთილსა და დიღომში არსებული ბაზრები.

„მონიტორინგს ვახორციელებთ ერთობლივი ინტეგრირებული ჯგუფებით, რომლის შემადგენლობაში, შრომის ინსპექციასთან ერთად, არიან სურსათის ეროვნული სააგენტო, შემოსავლების სამსახური, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საზედამხედველო სამსახური, მუნიციპალური ინსპექცია. ფაქტობრივად, ყველა მათგანს მივაწოდეთ ინფორმაცია ცნობიერების ამაღლების მიმართულებით, თუმცა მიუხედავად სამდღიანი მუშაობისა, კვლავ გარკვეულ ბიზნეს სუბიექტებთან ფიქსირდება ხარვეზები და ეს დარღვევები იქნა გამოვლენილი. ჩვენ იძულებული გავხდით გამოგვეყენებინა სანქცირების მექანიზმი, მათ შორის ლილოს ტერიტორიაზე დაჯარიმდა 12 ბიზნესსუბიექტი, „დეზერტირებზე“– ერთი, ნავთლუღში – ორი, დიდუბეში – სამი. ვარკეთილში სამი ბიზნესოპერატორი ფუნქციონირებს, რომელთაგან დაჯარიმდა ერთი“, – განაცხადა ბექა ფერაძემ.

ფერაძეს არ დაუკონკრეტებია, რა სახის დარვევებისთვის და რამდენი ლარით დაჯარიმდნენ ბიზნეს სუბიექტები.

კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან ბაზრებსა და ბაზრობებზე ინსპექტირება მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელდება.

COVID-19-თან დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები ბაზრობებისთვის იხილეთ აქ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]