weather cur horoscope tv
მარტი 19, 2024

თურქეთში სამუშაოდ წასვლის მსურველთათვის საზღვრის გადაკვეთის წესი დაზუსტდა

19:01 ორშაბათი, 03 აგვისტო 2020

საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც თურქეთში სამუშაოდ სურთ წასვლა, სპეციალური ონლაინ-აპლიკაციის შევსებას და დამსაქმებლის მიერ გაცემული მოწვევის წარდგენას 4 აგვისტოდან შეძლებენ. დოკუმენტებს სპეციალური ჯგუფი განიხილავს და მოქალაქეს შვიდი დღის განმავლობაში ეცნობება, შეძლებს თუ არა საზღვრის გადაკვეთას.

კორონავირუსის პანდემიის პერიოდში თურქეთის საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით, ცვლილებები შევიდა მთავრობის შესაბამის განკარგულებაში. ცვლილებების თანახმად, თურქეთში შრომითი საქმიანობის განსახორციელებლად შესვლის მიზნით საქართველოს ტერიტორიის დატოვება ნებადართულია საქართველოს იმ მოქალაქისათვის, რომელიც ფლობს თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ფიზიკური ან თურქეთის რესპუბლიკაში რეგისტრირებული იურიდიული პირის მიერ გაცემულ სამთვიან, თურქეთის რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამის ნოტარიულად დამოწმებულ მოწვევას, რომელშიც დაფიქსირებულია საქართველოს მოქალაქის საიდენტიფიკაციო მონაცემები (სახელი, გვარი და საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი).

საქართველოს მოქალაქე ვალდებულია სპეციალური ელექტრონული პროგრამის მეშვეობით შეავსოს აპლიკაცია, რომელშიც უნდა მიუთითოს საკუთარი საიდენტიფიკაციო მონაცემები და აპლიკაციას დაურთოს მოწვევა და მისი ქართულ ენაზე თარგმნილი ნოტარიულად დამოწმებული ვერსია.

შევსებული აპლიკაციის და მასზე თანდართული დოკუმენტაციის შემოწმების მიზნით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ იქმნება სამუშაო ჯგუფი. შემოწმების შედეგები სპეციალური ელექტრონული პროგრამის მეშვეობით აპლიკაციის შევსებიდან 7 კალენდარული დღის ვადაში ეცნობება აპლიკანტს, მონაცემები მიეწოდება სარფის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტსაც.

საქართველოს მოქალაქეები სპეციალური სააპლიკაციო ფორმის შევსებას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე შეძლებენ და ის ხვალიდან იქნება ხელმისაწვდომი.

რაც შეეხებთ თურქეთში არალეგალურად დასაქმებულ საქართველოს მოქალაქეებს, აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ განაცხადა, ამ საკითხს შემდეგ ეტაპზე განიხილავენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]