weather cur horoscope tv
სექტემბერი 30, 2020

თურქეთში სამუშაოდ წასვლის მსურველებს რეგისტრაციის გავლა უკვე შეუძლიათ

13:57 ოთხშაბათი, 05 აგვისტო 2020 hits 554

თურქეთში სამუშაოდ წასვლის მსურველ საქართველოს მოქალაქეებს სპეციალური სარეგისტრაციო ფორმის/აპლიკაციის ელექტრონულად შევსება უკვე შეუძლიათ. აღნიშნული ფორმის შევსებასთან ერთად, მოქალაქეებმა უნდა ატვირთონ დამსაქმებლისგან მიღებული მოწვევა.

სარეგისტრაციო ფორმა ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://abroadworkers.moh.gov.ge/

საქართველოს მთავრობის განკარგულების თანახმად, თურქეთში შრომითი საქმიანობის განსახორციელებლად შესვლის მიზნით საქართველოს დატოვება ნებადართულია საქართველოს იმ მოქალაქისთვის, რომელიც ფლობს თურქეთის მოქალაქე ფიზიკური ან თურქეთში რეგისტრირებული იურიდიული პირის მიერ გაცემულ სამთვიან, ნოტარიულად დამოწმებულ მოწვევას, რომელშიც დაფიქსირებულია საქართველოს მოქალაქის საიდენტიფიკაციო მონაცემები (სახელი, გვარი და საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი).

საქართველოს მოქალაქე ვალდებულია სპეციალური ელექტრონული პროგრამის მეშვეობით შეავსოს აპლიკაცია, რომელშიც უნდა მიუთითოს საკუთარი საიდენტიფიკაციო მონაცემები და აპლიკაციას დაურთოს მოწვევა და მისი ქართულ ენაზე თარგმნილი, ნოტარიულად დამოწმებული ვერსია.

შევსებულ ფორმას და მასზე თანდართულ დოკუმენტაციას აჭარის მთავრობის მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფი შეამოწმებს და შემოწმების შედეგებს შევსებიდან 7 კალენდარული დღის ვადაში აცნობებს მოქალაქეს. იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეს თურქეთში შესვლის უფლებას მისცემენ, ამის შესახებ სარფის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტსაც ეცნობება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]