weather cur horoscope tv
აპრილი 17, 2024

1 მაისამდე შემოყვანილი ავტომობილების განბაჟების ვადა გახანგრძლივდა

18:25 შაბათი, 08 აგვისტო 2020

ფინანსთა სამინისტროს განდაწყვეტილებით, ავტოიმპორტიორებს 2020 წლის პირველ მაისამდე შემოყვანილი ავტომობილების განბაჟების ვადა 2020 წლის პირველ სექტემბრამდე გაუხანგრძლივდათ.

ფინანსთა მინისტრის ბრძანების შესაბამისად, პირველ მაისამდე შემოყვანილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მფლობელი თავისუფლდება აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების წარდგენის/ზოგადი დეკლარირების/დეკლარირების ვადის ან სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევისათვის ან საბაჟო პროცედურის პირობების დარღვევისთვის საქართველოს საბაჟო კოდექსის შესაბამისი მუხლებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისგან. გარდა ამისა, სატრანსპორტო საშუალების მფლობელი თავისუფლდება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისთვის განსაზღვრული საურავისაგან.

„სატრანსპორტო საშუალების მფლობელი ვალდებულია 2020 წლის პირველ სექტემბრამდე უზრუნველყოს ამ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საბაჟო პროცედურაში მოქცევა ან მისი რეექსპორტი. წინააღმდეგ შემთხვევაში მასზე არ გავრცელდება ზემოთ აღნიშნული შეღავათები“, - აცხადებს შემოსავლების სამსახური.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო მოუწოდებს მოქალაქეებს, რიგისა და საჯარიმო სანქციების თავიდან აცილების მიზნით, დროულად მიმართონ მომსახურების სააგენტოს და 31 აგვისტოს ჩათვლით განახორციელონ საბაჟო პროცედურები.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]