weather cur horoscope tv
სექტემბერი 28, 2020

თიბისი კონცეპტი - თიბისის განახლებული პერსონალური საბანკო მომსახურება

11:39 ხუთშაბათი, 13 აგვისტო 2020 hits 273

თიბისის პერსონალური საბანკო მომსახურება ტრანსფორმაციის ეტაპზე გადავიდა და აქ, ახლა ის უკვე თიბისი კონცეპტია.

თიბისის პერსონალური საბანკო მომსახურების ახალი კონცეფცია აერთიანებს ურთიერთობის კიდევ უფრო გამარტივებულ ფორმას, პერსონიფიცირებულ მიდგომასა და მოქნილ სისტემას და ის სრულ თანხვედრაშია თიბისის მისიასთან: გაუმარტივოს ადამიანებს ცხოვრება, მეტი დრო დაუტოვოს საკუთარი თავისთვის და ახალი შესაძლებლობების აღმოსაჩენად.

„ჩვენი პერსონალური საბანკო მომსახურება ყოველთვის მომხმარებლის საჭიროებებიდან გამომდინარე იცვლებოდა და ვითარდებოდა. საამაყოა ის შედეგები, რომელსაც წლების განმავლობაში მივაღწიეთ. ამ გამოცდილებაზე დაყრდნობით, გადავწყვიტეთ ჩვენს მომხმარებლებს შევთავაზოთ ისეთი პროდუქტი, მიდგომა და კონცეფცია, რაც მათ ცხოვრებას კიდევ უფრო გაამარტივებს. ყველა ადამიანი განსაკუთრებულია სხვებისგან განსხვავებული სურვილებითა და მიზნებით, რაც საბოლოოდ მის უნიკალურ კონცეფციას ქმნის. სწორედ თანამედროვე ადამიანის საჭიროებებს მოვარგეთ ახალი მიდგომა, რომლის დახმარებითაც ნებისმიერი მომხმარებელი პერსონალურად მასზე მორგებულ მომსახურებას მიიღებს. წლების მანძილზე ჩვენი სიძლიერე განპირობებული იყო გუნდის თავდაუზოგავი შრომით, მომხმარებლის მიმართ ემპათიურობითა და ლიდერობისკენ სწრაფვის სურვილით. ეს ტრანსფორმაცია ბუნებრივი გაგრძელებაა იმისა, თუ ვინ ვართ ჩვენ, რა გვამოძრავებს, რა ღირებულებები გვაქვს და როგორი ძლიერები ვართ ერთად“, - თორნიკე გოგიჩაიშვილი, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.

საწყის ეტაპზე კონცეპტი 2 პროდუქტს აერთიანებს - ციფრულ და პრემიუმ ნაკრებებს.

აქ, ახლა ფიზიკური სივრცე აღარ განსაზღვრავს მომსახურების ხარისხს. თიბისი კონცეპტის ციფრული ნაკრები განკუთვნილია მათთვის, ვისთვისაც საბანკო პროდუქტებით სარგებლობა ყოველდღიურობის ნაწილია, ვინც ასევე აქტიურად მოიხმარს არასაბანკო პროდუქტებსა და შეთავაზებებს და ვისაც ურჩევნია დამოუკიდებლად, პერსონალური ბანკირის გარშე, დისტანციურად მართოს საკუთარი ფინანსები და საბანკო ოპერაციები.

კონცეპტის მომხმარებელთან ურთიერთობის მეორე ფორმატი პრემიუმ ნაკრებია, სადაც ადამიანის სანდო პარტნიორი, შეუცვლელი დამხმარე და მრჩეველი პირადი ბანკირია, რომლის მთავარი ამოცანაც მომხმარებლისთვის ცხოვრების გამარტივება, მისთვის უმაღლესი ხარისხის მომსახურების, შედეგად კი კმაყოფილებისა და კომფორტის უზრუნველყოფაა.

თიბისი კონცეპტი მომხმარებელს სთავაზობს თვითგანვითარების შესაძლებლობას, საკუთარი ინტერესების დაკმაყოფილებასა და მიზნების განხორციელებას. თიბისი კონცეპტის მომხარებელი სწორედ ისაა, ვისთვისაც მნიშვნელოვანია არ ჩამორჩეს თანამედროვე სამყაროს ტენდენციებსა და პროცესებს.

თიბისი კონცეპტის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით თქვენს პირად ბანკირს, ან დარეკეთ ნომერზე: 032 2 27 27 00

[R] თიბისი ბანკის ინფორმაცია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]