weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

თელავში რთველის საკოორდინაციო შტაბმა მუშაობა დაიწყო

14:10 პარასკევი, 21 აგვისტო 2020

თელავში „რთველი 2020“-ის საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა, რაც იმას ნიშნავს, რომ ყურძნის ჩაბარების მიზნით ღვინის კომპანიების რეგისტრაცია დაიწყება. სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა შტაბის გახსნის დროს განაცხადა, რომ წელს 300 ათას ტონამდე ყურძენია დასაბინავებელი.

„რთველი იქნება წარმატებული, რადგან სახელმწიფომ ამის ყველანაირი წინაპირობა შექმნა. კორონავირუსის პანდემიამ ღვინის ინდუსტრია ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა. აღნიშნულის გათვალისწინებით, მთავრობამ ბიუჯეტიდან რთველის სუბსიდირება გადაწყვიტა. ჩვენ ფერმერებს დავეხმარებით სუბსიდიით, ვინაიდან, სხვა შემთხვევაში, ყურძნის ფასი იქნება მინიმალური“, - განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

მთავრობის გადაწყვეტილებით, სუბსიდიას მიიღებს მხოლოდ ის ღვინის კომპანია, რომელიც 2020 წლის რთველის განმავლობაში შეისყიდის და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ არანაკლებ 1000 ტონა რქაწითელის ან კახური მწვანის ჯიშის ყურძენს. ამასთან, შესყიდული 1 კგ ყურძნის სანაცვლოდ ყურძნის ჩამბარებელს გადაუხდის არანაკლებ 80 თეთრს. კახეთის რეგიონში მევენახის მიერ მოწეული 1 კგ ყურძნის შესყიდვის სანაცვლოდ, ღვინის კომპანიებზე სუბსიდია გაიცემა: 1 კგ რქაწითელისათვის - 30 თეთრი; 1 კგ კახური მწვანისთვის - 30 თეთრი.

ლევან დავითაშვილის განცხადებით, ორგანიზებულია ყველა ღონისძიება იმისთვის, რომ მევენახეებმა მოსავლის დაბინავება შეფერხებების გარეშე შეძლონ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]